ევრო 2024 -ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, 3 000-მდე ქომაგი, გერმანიის მიმართულებით სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებენ და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუფსიდირებული ფასით შეძლებენ. სუბსიდირებული, ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება. შესაბამისად, ორივე გზის ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი.
თბილისიდან და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, დიუსელდორფის და კიოლნის მიმართულებით განხორციელდება და მორგებული იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე. სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
ჩარტერულ რეისებს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს: Georgian Wings , Georgian Airways , Wizz Air . ფრენები ასევე დანიშნა Croco Airways -მაც.