ევროკავშირის აეროპორტებში სითხეების ტრანსპორტირება კვლავ შეიზღუდება. წესი, რომლის თანახმადაც თითოეული კონტეინერის მოცულობა 100 მლ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ძალაში 2024 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

სითხის ტრანსპორტირება

ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებით, აეროპორტებში დაშვებული იყო დიდი მოცულობის სითხეების ტრანსპორტირება. ამისათვის, კი აეროპორტებმა სპეციალურად შეიძინეს ახალი სკანერები. სითხის გადაზიდვის შეზღუდვები, რომელიც ძალაში 2006 წლიდანაა, ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებით გაუქმდებოდა, თუ აეროპორტები შეიძენდნენ ახალი C3 ხელბარგის სკანერს, რომელიც იყენებს CT ტექნოლოგიას მოგზაურთა ჩემოდნების შიგთავსის შესამოწმებლად.

ასეთი სკანერები უკვე დამონტაჟდა ამსტერდამის , ჰელსინკის და ტალინის აეროპორტებში, რამაც შესაძლებელი გახადა, ამ ქალაქებიდან გამგზავრებისას, ხელბარგში სითხეების ტარების შეზღუდვის გაუქმება.

C3 სკანერების დამატებითი უპირატესობა ის არის, რომ მგზავრებს აღარ უწევთ თხევადი კონტეინერების, ლეპტოპების, კამერების და სხვა ელექტრონული მოწყობილობის ჩემოდნიდან ამოღება მათი სკანირებისთვის. ამან, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა საკონტროლო წერტილების გამტარუნარიანობის გაზრდა საკონტროლო წერტილების რაოდენობის გაზრდის გარეშე.

იაფი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი27 იანვარი 202531 იანვარი 2025ავიაბილეთები 140 -დან
ლარნაკა20 იანვარი 202522 იანვარი 2025ავიაბილეთები 140 -დან
ათენი3 თებერვალი 20255 თებერვალი 2025ავიაბილეთები 177 -დან
ბუდაპეშტი31 იანვარი 20254 თებერვალი 2025ავიაბილეთები 220 -დან
ფრანკფურტი17 იანვარი 202520 იანვარი 2025ავიაბილეთები 221 -დან

 

ევროკომისიის 2024 წლის 29 ივლისის 2024/2108 გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს ახალი სკანერების ამჟამინდელი პარამეტრები, მათი მუშაობის გასაუმჯობესებლად. ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა კრიტიკა ACI Europe-ის მხრიდან, რომელიც ევროპის აეროპორტებს აერთიანებს. მათი თქმით, აეროპორტები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ახალი სკანერები, ამისთვის დაჯარიმდნენ.

ACI Europe აღნიშნავს, რომ ახალი C3 სკანერები, წინა თაობის სკანერებთან შედარებით, 8-ჯერ ძვირია და მისი ფუნქციონირება 4-ჯერ მეტი ღირს. მიუხედავად ამისა, აეროპორტებმა მგზავრების კომფორტისთვის და სერვისის გასაუმჯობესებლად, ასეთი ხარჯები მაინც გაწიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შეზღუდვები შემოღებულ იქნა, როგორც დროებითი, ევროკომისიას თავის გადაწყვეტილებაში მისი მოხსნის ვადები არ მიუთითებია. ამასთან დაკავშირებით, ACI Europe-მა მოუწოდა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ დაუყოვნებლივ შეიმუშაონ საგზაო რუკა, რომელიც ასახავს ახალი შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს.

გაითვალისწინეთ, რომ სექტემბრიდან, ხელბარგში სითხეების კონტეინერების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ-ს. აღნიშნულ წესს დაემორჩილება ევროკავშირის ყველა ქვეყანა. მისი დაცვა ასევე მოეთხოვებათ – ისლანდიას, შვეიცარიას და ნორვეგიას.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგამოიცნობ ევროპულ ქვეყნებს ქანდაკების მიხედვით ?
შემდეგი სტატიაევროპის რომელ ქალაქში უნდა დაისვენო აგვისტოში?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments