ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, 2025 წლის აპრილში, მისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი – 145,137 მგზავრი მიიღო. ეს მაჩვენებელი 49%-ით აღემატება 2024 წლის აპრილის მონაცემებს, როცა აეროპორტი 97,220 მგზავრს მოემსახურა. რეისების რაოდენობაც გაიზარდა 28%-ით და მიმდინარე წლის აპრილში 330 ფრენა განხორციელდა.

იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში აეროპორტმა ჯამში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობის 2.3%-იან ზრდას მიუთითებს, თუმცა რეისების რაოდენობა ამ პერიოდში უცვლელი დარჩა (2024 წელი – 1,533 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოსალოდნელია მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა19 აგვისტო 202622 აგვისტო 2026FlyArystanავიაბილეთები 673 -დან
ათენი22 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 215 -დან
ბარსელონა25 თებერვალი 20262 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 441 -დან
ბერლინი5 თებერვალი 202612 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 275 -დან
ბრიუსელი2 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
ბრატისლავა6 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 189 -დან
ბუდაპეშტი3 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 211 -დან
დორტმუნდი10 თებერვალი 202617 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 365 -დან
მემინგენი27 იანვარი 202612 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 226 -დან
ფრანკფურტი20 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 211 -დან

„აპრილში, ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია wiz air -მა პირდაპირი რეისები განაახლა მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით. ხოლო 3 ივნისიდან დაგეგმილია ახალი ავიამიმოსვლა ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა ქართველი გულშემატკივრებისთვის. ასევე, დაგეგმილია არსებულ რეისებზე ფრენების სიხშირის გაზრდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს ოპტიმიზმს მომდევნო თვეების განმავლობაში მგზავრთა რაოდენობის კუთხით,“ – განაცხადა მოსეშვილმა.

ამჟამად ქუთაისის აეროპორტი -დან 6 ავიაკომპანია რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით, რომელთაგან 24 ევროპულია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითურქულმა ავიაკომპანიებმა ბორტზე მოქცევის წესები გაამკაცრეს
შემდეგი სტატიაWizz Air ქუთაისიდან რიგაში ფრენებს წყვეტს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments