აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც ავიაკომპანიებთან, ისე პარტნიორ აეროპორტებთან. ერთ-ერთი სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ ქუთაისის აეროპორტი -დან ნაპოლის მიმართულებით, შესაძლოა, პირდაპირი რეისები განხორციელდეს.

შეხვედრა გაიმართა უშუალოდ ნეაპოლის აეროპორტის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო პოტენციური სამომავლო პარტნიორობა და საქართველოსა და ნეაპოლს შორის ფრენების დაწყების შესაძლებლობა.

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ნეაპოლისადმი საქართველოს ინტერესი საკმაოდ მაღალია, რაც გამოწვეულია ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული მოღვაწეობით “ნაპოლის” რიგებში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, საქართველო ნეაპოლისთვის სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ძალისხმევას არ იშურებს, რომ თანამშრომლობა შედგეს.

ქუთაისი ნეაპოლი ავიაბილეთები

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
30 ნოემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 501 -დან
3 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 466 -დან
12 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 420 -დან
19 თებერვალი 202724 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 469 -დან
4 აპრილი 202713 აპრილი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 687 -დან
15 მაისი 202719 მაისი 20271 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 745 -დან
31 ივლისი 202730 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 860 -დან
1 აგვისტო 202731 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 825 -დან

 

ამ ეტაპისათვის ქუთაისიდან ნეაპოლის მიმართულებით სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი გვთავაზობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის და გვექნება შესაძლებლობა იტალიის ამ ისტორიულ ქალაქს, უკვე პირდაპირი რეისებით ვესტუმროთ.

ნაპოლის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარის ლიდერი ავიაკომპანიები
შემდეგი სტატიაშესაძლოა easyJet-მა ლონდონში პირდაპირი ფრენები დაიწყოს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted