ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია რამდენიმე დღიანი დაგვიანებით დასრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს რომ ამის მიზეზი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

„არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება“, – განმარტავენ გაერთიანებაში.

შესაბამისად, ფრენები, რომლებიც ქუთაისის მიმართულებით 31 ოქტომბრამდე უნდა განხორციელებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან/ში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია 10 ოქტომბრიდან დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა გეგმიური სარემონტო სამუშაოების ჩატარება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ასფალტის საფარის გადაგების და საფუძვლის გამაგრების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ბლექ სი ახორციელებს. რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარია, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც პოლონეთში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაავია ბილეთი -ს დაჯავშნა ონლაინ იაფად
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments