kutaisi international airport

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსპერტებმა ქუთაისის აეროპორტი -ს განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულეს. საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში, შეფასებული და გამოკვლეული იქნა მთელი რიგი ასპექტები, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი.

პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის საჭიროება მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკამ განაპირობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, 2023 წელს აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას – 1,700,000 -მდე მგზავრს მოემსახურა და ეს ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ კვლევა და შეფასებები მოიცავს:

  • ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, ტერმინალის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელ მდგომარეობას;
  • მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საჰაერო ხომალდების მოძრაობის და მგზავრთნაკადის პროგნოზებს;
  • აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებას და საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას;
  • VIP ტერმინალის, ტექნიკური მომსახურების საწარმოს და სატვირთო ტერმინალების განვითარების შესაძლო ლოკაციებს, ასევე აეროპორტის გარე ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს და ა.შ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა2 აპრილი 202616 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 571 -დან
ათენი13 აპრილი 202617 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა18 მარტი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ბერლინი15 თებერვალი 202622 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 537 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 400 -დან
ბრატისლავა12 ივლისი 202624 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 692 -დან

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში, აეროპორტის ტერმინალისა და სააეროდრომო ნაწილის განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, თუ რამდენ მგზავრს დაიტევს აეროპორტი და რამდენი მგზავრის მომსახურებას შეძლებს პიკურ საათში. გენერალური გეგმის მიხედვით, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რაც საბოლოოდ, ქუთაისის აეროპორტის მიერ წლიურად 30 000-მდე რეისისა და 5.1 მილიონი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

გენერალური გეგმის დაწყება წელსვე იგეგმება– მიმდინარე წლის ზაფხულში, ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდებს – როგორც სამგზავროს, ასევე სატვირთოს.

გაემგზავრეთ ქუთაისიდან მსოფლიოს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი: გამოიცანი ქვეყანა “სთრით ფუდის” მიხედვით
შემდეგი სტატიაKorean Air კორეან ეარი
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments