ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. თბილისის შემდეგ ბათუმი საქართველოში მეორე მიმართულებაა, სადაც ავიაკომპანია შეასრულებს რეისებს.

ავიაკომპანია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს და რეისებს კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

თბილისი ელ-ქუვეითი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 იანვარი 202528 იანვარი 2025Jazeera Airwaysავიაბილეთები 942 -დან
12 თებერვალი 202519 თებერვალი 2025Jazeera Airwaysავიაბილეთები 921 -დან

 

Jazeera Airways -მა თავდაპირველად ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყო. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას და კომუნიკაციას, რათა მეტი მიმართულება და სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმი ელ-ქუვეითი ელ-ქუვეითი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას ყოველდღიურად მოახდენს”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საინტერესოა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია. 2023 წელს ქუვეითიდან საქართველოს 77,392 მგზავრი ესტუმრა. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჯამში 1,094,695 მგზავრი ჩამოფრინდა.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Jazeera Airways -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია Wizz Air მორიგ ფასდაკლებას გვთავაზობს
შემდეგი სტატიაჩინეთმა პირველი საჰაერო ხომალდი წარადგინა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments