2025 წლის პირველი იანვრიდან, ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები იმ ქვეყნებისთვის იცვლება, რომლებიც ისრაელთან უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ. ქვეყანაში შესასვლელად საჭირო იქნება ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარ ავტორიზაციის მიღება. პროცედურა ფრენამდე 72 საათით ადრე უნდა მოხდეს.

მოქალაქეები, რომლებიც წინასწარ შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელის სახელმწიფოში 2 წლამდე ვადით გამგზავრების ავტორიზაციას.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე შეიცვლის სახელს ან გვარს, ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაციის მიღება თავიდან მოუწევს.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ავტორიზაცია არ უზრუნველყოფს ქვეყნის საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს კვლავ მოუწევს საზღვრის დაცვის ოფიცერთან გასაუბრება.

პირველ იანვრამდე, ავტორიზაციის გავლა უფასო და ნებაყოფლობითია. ხოლო პირველი ინავრიდან პროცედურა სავალდებულო გახდება და მისი ღირებულება 25 შეკელი იქნება, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 20 ლარია.

თბილისი თელ-ავივი

Departure atReturn atAirlineFind tickets
16 September 202624 September 2026EL ALავიაბილეთები 574 -დან
21 October 202631 October 2026Israir Airlinesავიაბილეთები 463 -დან
9 November 202611 November 2026Israir Airlinesავიაბილეთები 461 -დან

 

ისრაელის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები -ს შესაძენად, დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ავიარეისების შერჩევაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველო პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა
შემდეგი სტატიაგამოიცანი მსოფლიოს რეკორდსმენი სანახაობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted