2025 წლის პირველი იანვრიდან, ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები იმ ქვეყნებისთვის იცვლება, რომლებიც ისრაელთან უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ. ქვეყანაში შესასვლელად საჭირო იქნება ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარ ავტორიზაციის მიღება. პროცედურა ფრენამდე 72 საათით ადრე უნდა მოხდეს.

მოქალაქეები, რომლებიც წინასწარ შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელის სახელმწიფოში 2 წლამდე ვადით გამგზავრების ავტორიზაციას.

გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე შეიცვლის სახელს ან გვარს, ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაციის მიღება თავიდან მოუწევს.

ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ავტორიზაცია არ უზრუნველყოფს ქვეყნის საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს კვლავ მოუწევს საზღვრის დაცვის ოფიცერთან გასაუბრება.

პირველ იანვრამდე, ავტორიზაციის გავლა უფასო და ნებაყოფლობითია. ხოლო პირველი ინავრიდან პროცედურა სავალდებულო გახდება და მისი ღირებულება 25 შეკელი იქნება, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 20 ლარია.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ივნისი 202620 ივნისი 2026EL ALავიაბილეთები 820 -დან
15 ივლისი 202623 ივლისი 2026Israir Airlinesავიაბილეთები 1 149 -დან
4 აგვისტო 202610 აგვისტო 2026Electra Airwaysავიაბილეთები 1 218 -დან

 

ისრაელის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები -ს შესაძენად, დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 და ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო ავიარეისების შერჩევაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველო პასპორტის ინდექსში 6 პოზიციით დაწინაურდა
შემდეგი სტატიაგამოიცანი მსოფლიოს რეკორდსმენი სანახაობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted