საზღვარგარეთ მოგზაურობისას, მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემებისგან ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის დასაცავად, საუკეთესო გამოსავალი სამოგზაურო დაზღვევის გაფორმებაა. ირაო გთავაზობთ მრავალფეროვან და მოქნილ დაზღვევის გეგმებს, რომლებიც მორგებულია როგორც თქვენს ბიუჯეტზე, ისე საჭიროებებზე. ირაოს დაზღვევის ტარიფები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ხოლო პირობები გათვლილია მაქსიმალური კომფორტისთვის, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს უსაფრთხო და მშვიდი. აირჩიეთ ირაოს სამოგზაურო დაზღვევა და დატკბით მოგზაურობით, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან!

რას მოიცავს ირაოს სამოგზაურო დაზღვევა?

travel insurance

ირაოს დაზღვევა ფარავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა, ქირურგიული ჩარევა და მედიკამენტების შეძენა;

რატომ ირაო?

  1. ხელმისაწვდომი ტარიფები – ირაოს დაზღვევა საბიუჯეტო და გონივრულ ფასებშია წარმოდგენილი, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც ერთჯერადი, ისე ხშირი მოგზაურებისთვის.
  2. სანდოობა – ირაო ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით.
  3. კლიენტთა მხარდაჭერა 24/7 – კომპანიის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს უსაფრთო და უპრობლემო.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 842 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona10 February 20271 March 2027Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
Berlin2 February 20279 February 2027Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 148 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
Dortmund24 December 20269 January 2027Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
Memmingen13 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან

 

როგორ შევიძინო სამოგზაურო დაზღვევა?

დაზღვევის გაფორმება შესაძლებელია როგორც ოფისში, ისე ონლაინ. Avia.ge გთავაზობთ ირაოს დაზღვევის სწრაფ და მარტივ შეძენას, რაც დაზოგავს თქვენს დროს და საშუალებას მოგცემთ, მაქსიმალურად კომფორტული და დაცული მოგზაურობა დაგეგმოთ.

რა უნდა გავაკეთო გაუთვალისწინებელი შემთხვევისას?

IRAO samogzauro dazgveva

თუ მოგზაურობისას სამედიცინო დახმარება დაგჭირდათ, უნდა მიჰყვეთ ამ ინსტრუქციას:

  • დაუკავშირდით თქვენს პოლისზე მითითებულ ასისტანს კომპანიას;
  • ოპერატორს მიაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენი მდგომარეობის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, ასისტანსი უზრუნველყოფს სასწრაფო დახმარების გამოძახებას და ტრანსპორტირებას შესაბამის დაწესებულებაში.

ხარჯების ანაზღაურება საქართველოში დაბრუნების შემდეგ

თუ ასისტანს კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სამედიცინო დახმარება მიიღოთ, თუმცა იმ მომენტში ხარჯებს დაფარავთ თავად. საქართველოში დაბრუნებისას კი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ირაო უზრუნველყოფს ხარჯების ანაზღაურებას.

დაგვიკავშირდით და მიიღეთ თქვენი სამოგზაურო დაზღვევა საუკეთესო პირობებით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქართული ავიაკომპანიები 45%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ
შემდეგი სტატიაალდაგი სამოგზაურო დაზღვევა Aldagi dazgveva
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted