7 დეკემბერს მსოფლიოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს თარიღი ავიაციის სფეროს ყველა პროფესიონალს ეძღვნება მფრინავებს, ბორტგამცილებლებს, ავიამეთვალყურეებს, ტექნიკოსებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ჩვენი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ზრუნავს. საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიებმა და საავიაციო სტრუქტურებმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს.

საქართველოს ავიაციის სფეროს მილოცვები

საქართველოს აეროპორტების ოპერატორმა, TAV Georgia-მ ავიაციის სფეროში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს მადლობა გადაუხადა უსაფრთხო და კომფორტული ფრენების უზრუნველსაყოფად გაწეული ყოველდღიური შრომისა და ერთგულებისთვის.

საკუთარი მილოცვა გაავრცელა ეროვნულმა ავიაკომპანიამ – Georgian Airways-მა. ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა მფრინავებს, ბორტგამცილებლებს, ავიატექნიკოსებს, ავიამეთვალყურეებსა და ავიაციის სფეროში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს, რომელთა თავდადებული შრომის წყალობით საქართველოს ავიაცია სტაბილურად ვითარდება.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა5 თებერვალი 20268 თებერვალი 2026ავიაბილეთები 133 -დან
სალონიკი16 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 134 -დან
ვროცლავი4 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 140 -დან
ვილნიუსი11 თებერვალი 202625 თებერვალი 2026ავიაბილეთები 182 -დან
ბრატისლავა6 თებერვალი 20269 თებერვალი 2026ავიაბილეთები 186 -დან
ვენეცია24 იანვარი 202627 იანვარი 2026ავიაბილეთები 190 -დან
მილანი3 აპრილი 202615 აპრილი 2026ავიაბილეთები 196 -დან
პოზნანი31 იანვარი 202610 თებერვალი 2026ავიაბილეთები 207 -დან

თურქეთის ავიახაზების გზავნილი სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო დღე სპეციალური განცხადებით აღნიშნა ასევე მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანიამ – Turkish Airlines-მა (THY). ავიაკომპანიამ სიამაყით გაიხსენა საკუთარი ისტორია და აღნიშნა, რომ 1933 წელს ხუთი თვითმფრინავით დაწყებული სამოქალაქო ავიაციის გზა დღეს მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში მფრინავი ავიახაზის სტატუსით გრძელდება.

THY-ის ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მათთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც თურქული სტუმართმოყვარეობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მგზავრებს მათ ოცნებებთან აკავშირებენ.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე წელს მსოფლიოს მასშტაბით ერთიანად აღინიშნა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ ადამიანების მნიშვნელობა, რომელთა უშუალო შრომის გარეშე თანამედროვე ავიაცია წარმოუდგენელია. ავიაციის სფეროს წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება ყოველდღიურად უზრუნველყოფს მილიონობით მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებას მთელ მსოფლიოში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTAV Georgia: მგზავრთნა ნაკადი თბილისსა და ბათუმში 2026 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება
შემდეგი სტატიაყველაზე უცნაური მიზეზები, რის გამოც ფრენა გაუქმდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments