IndiGo Airlines ინდოეთის ყველაზე დიდი კომერციული ავიაკომპანიაა, რომელსაც ადგილობრივი ბაზარის 43.4% უჭირავს. ის ძირითადად ინდოეთის ტერიტორიაზე ოპერირებს და ძირითადად 3 მთავარ პრინციპს ეყრდნობა. მისი მთავარი პრინციპებია დაბალი ფასების შეთავაზება, ფრენების დროულად განხორციელება და ზედმეტი დისკომფორტის გარეშე განხორციელებული მომსახურება.

ასეთი სამაგალითო მიდგომის გამო ინდიგო-ს სახელი უკვე დროულად მისვლასთან ასოცირდება.

2006 წელს დაარსებიდან მოყოლებული, ავიაკომპანია საკმაოდ წარმატებით და სწრაფი ტემპით ანხორციელებს განვითარების პროცესს. აღნიშნული არაორდინალური პროგრესის შემჩნევა მათი საჰაერო ფლოტის სიის მიხედვითაც კი საკმაოდ მარტივია. ცნობილი ინდური კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტის რაოდენობა თავდაპირველად 2 თვითმფრინავს შეადგენდა. ამჟამად IndiGo Airlines–ს საჰაერო ფლოტის მასშტაბური და აღსანიშნავი შემადგენლობა 220 თანამედროვე თვითმფრინავს მოიცავს.

ასეთი წარმატებული განვითარების გზაზე კომპანიამ ასევე ყველაზე საიმედო ავიახაზების წოდებაც არაერთხელ მოიპოვა. სწორედ ამას უკავშირდება მისი ცნობადობის სწრაფი ზრდაც. ამჟამად ინდიგო–ს თვითმფრინავები ჯამში 70 ლოკაციის მიმართულებით ანხორციელებენ ფრენებს. ეს რიცხვი აერთიანებს 53 ადგილობრივ აეროპორტსა და 17 საერთაშორისო დანიშნულებას.

IndiGo Airlines–მ მოახერხა სრულიად შეეცვალა ინდოეთის მოსახლეობის დამოკიდებულება საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ. მათ ერთპიროვნულად განავითარეს ადგილობრივი საჰაერო ბიზნესი და საკუთარი კომფორტული სერვისით საჰაერო მოგზაურობა ხელმისაწვდომ მომსახურებათ და ზედმეტი დისკომფორტისგან დაზღვეულ პროცესად აქციეს. მათ სპეციალური აპლიკაცია აქვთ ავიაბილეთების დასაჯავშნად, ასევე მათ ყიდიან ვებგვერდის, სატელეფონო ცხელი ხაზის და აეროპორტებში განთავსებული ოფისების საშუალებითაც. მათი მთავარი მოწოდება მაღალი ხარისხის მქონე მომსახურების დაბალ ფასად მიწოდებაა.

ასეთი გიგანტური და წარმატებული მასშტაბების მქონე ინდური ავიახაზები მალე თბილისის აეროპორტიდან დაიწყებს პირდაპირი ფრენების განხორციელებას. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ინდიგო–ს წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაწყვიტეს ჩვენს რეგიონში ოპერირების დაწყება და მათი ტექნიკური ჯგუფის წევრები და აუდიტები უკვე გამოგზავნეს საქართველოში სიტუაციის შესასწავლად. ეს მართლაც შესანიშნავი და სასიხარულო სიახლეა ქართველი მოგზაურებისათვის, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი ახალი ლოკაციის მონახულება სურთ.

თბილისი დელი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
27 August 202620 September 20261 StopCentrum Airავიაბილეთები 1 241 -დან
24 September 202622 October 20262 StopsGulf Airავიაბილეთები 1 025 -დან
1 October 202615 October 20262 StopsGulf Airავიაბილეთები 1 028 -დან
26 November 20263 December 20261 StopGulf Airავიაბილეთები 1 156 -დან
3 December 20268 December 20261 StopQatar Airwaysავიაბილეთები 1 383 -დან
2 January 202710 January 20271 StopGulf Airავიაბილეთები 1 647 -დან
14 February 202720 February 20272 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 1 342 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები უკრაინის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები მადრიდის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
IndiGo თბილისი-დელის მიმართულებით ფრენებს იწყებს
8 months ago

[…] ავიაკომპანია IndiGo Airlines -მა თბილისი -დელი-თბილისის […]

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო
8 months ago

[…] Indigo ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელმაც პირველი რეისი თბილისი – დელი ს მიმართულებით დღეს, 9 აგვისტოს განახორციელა. თვითმფრინავი დილის 00:52 სთ-ზე გაფრინდა და დელის აეროპორტში 07:08 სთ-ზე დაეშვა. თბილისიდან დელიში პირაპირი რეისით 186 ადამიანი გაემგზავრა. […]

IndiGo-მ ირანის საჰაერო სივრცის გამო რეისები გააუქმა
6 months ago

[…] ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ინდიგო / Indigo airlines -მა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ […]