მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სფეროებში შთამბეჭდავი პროგრესია. მან ისტორიულ მიღწევად დაასახელა ის ფაქტი, რომ დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიდან 120 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, პრიორიტეტულად კი ევროპის მიმართულებით.

საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ავიაციის სექტორის თანმიმდევრული განვითარება და წარმატებული მოლაპარაკებები ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა British Airways, easyJet და Edelweiss. მისივე ინფორმაციით, ჩამომფრენი რეისების საშუალო დატვირთულობა 92%-დან 98%-მდეა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

easyJet ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ჟენევა25 იანვარი 202628 იანვარი 2026EasyJetავიაბილეთები 288 -დან
ლონდონი17 თებერვალი 202624 თებერვალი 2026EasyJetავიაბილეთები 513 -დან
მილანი4 თებერვალი 202611 თებერვალი 2026EasyJetავიაბილეთები 306 -დან

 

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ტურიზმის ზრდა დივერსიფიცირებულია და ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მაღალმხარჯველუნარიან ქვეყნებში. ამის ნათელი შედეგია 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული რეკორდული – 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი, გაზრდილი საშუალო დანახარჯები ერთ ვიზიტზე და გახანგრძლივებული ტურისტული მოგზაურობები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ი ქუთაისში მეხუთე თვითმფრინავის დამატებას გეგმავს
შემდეგი სტატიაანკარა–თბილისის პირდაპირი ფრენები განახლდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments