მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სფეროებში შთამბეჭდავი პროგრესია. მან ისტორიულ მიღწევად დაასახელა ის ფაქტი, რომ დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიდან 120 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს, პრიორიტეტულად კი ევროპის მიმართულებით.

საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ავიაციის სექტორის თანმიმდევრული განვითარება და წარმატებული მოლაპარაკებები ისეთ გიგანტებთან, როგორებიცაა British Airways, easyJet და Edelweiss. მისივე ინფორმაციით, ჩამომფრენი რეისების საშუალო დატვირთულობა 92%-დან 98%-მდეა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.

easyJet ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ჟენევა27 აპრილი 20264 მაისი 2026EasyJetავიაბილეთები 394 -დან
ლონდონი15 დეკემბერი 202622 დეკემბერი 2026EasyJetავიაბილეთები 767 -დან
მილანი6 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026EasyJetავიაბილეთები 367 -დან

 

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ტურიზმის ზრდა დივერსიფიცირებულია და ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას მაღალმხარჯველუნარიან ქვეყნებში. ამის ნათელი შედეგია 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული რეკორდული – 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი, გაზრდილი საშუალო დანახარჯები ერთ ვიზიტზე და გახანგრძლივებული ტურისტული მოგზაურობები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ი ქუთაისში მეხუთე თვითმფრინავის დამატებას გეგმავს
შემდეგი სტატიაანკარა–თბილისის პირდაპირი ფრენები განახლდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments