ბაჰრეინის სამეფოს ნაციონალური ავია ხაზები უკვე დიდი ხანია რაც უამრავ მოგზაურს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს. ცნობილი ავია კომპანია 1950 წლიდან ფუნქციონირებს და შუა აღმოსავლეთის ერთ–ერთ პირველ კომერციულ ავიახაზებს წარმოადგენს. ამჟამად Gulf Air–ის საერთაშორისო ბრენდია და 47 ქალაქს ემსახურება მსოფლიოს 26 ქვეყანაში, 3 კონტინენტის ტერიტორიაზე.
აღნიშნული ავია ხაზები საკუთარ მომხმარებლებს ამჟამად ვიწრო და ფართო თვითმფრინავების საკმაოდ თანამედროვე საჰაერო ფლოტით ემსახურება. მის მფლობელობაში ამჟამად 34 თვითმფრინავია. 2018 წლიდან 2023 წლის ჩათვლით გალფ ეარ 39 ახალი თვითმფრინავის შეძენას აწარმოებს Boeing-ისა და Airbus–ის წარმომადგენლებისგან.

კომპანიის მთავარი ფორმულა ბორტზე კომფორტული და ოჯახური გარემოს შექმნაა. ასევე Gulf Air–ი წამყვანი ინდუსტრიული კომპანიაა მის რეგიონში და უდიდესი წვლილი შეაქვს ბაჰრეინის სამეფოს განვითარებადი ეკონომიკის წინსვლაში. მსგავსი მოწოდებით ცნობილი ავია კომპანია აქტიურად აფინანსებს ისეთ წარმატებულ და ცნობილ პროექტებს, როგორიცაა ფორმულა 1–ის შოუები და საჰაერო წარმოდგენები შუა აღმოსავლეთში, ბაჰრეინის ტერიტორიაზე. გალფ ეარის მიერ დაფინანსებული ფორმულა 1–ის შოუ 2004 წელს იყო პირველი ამ ტიპის ტურნირი, რომელიც შუა აღმოსავლეთში გამართულა.

ცნობილი ავია კომპანიის სერვისით სარგებლობისას თქვენ ფრენისას მოგემსახურებიან გამოცდილი სტიუარდესები. ასევე, თქვენ შეგეძლებათ ისარგებლოთ მსოფლიო დონის შეფ–მზარეულის მომსახურებითა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის დახმარებით საჭიროების შემთხვევაში. დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას მრავლად აქვს სასარგებლო და კომფორტული აქციები, რომლის წყალობითაც მუდამ პოპულარულია მოგზაურებს შორის და მომავალშიც უამრავ ინოვაციას გეგმავს.

Gulf Air–ის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონში საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობენ. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან Gulf air-ი საკმაოდ დიდი რაოდენობით აწარმოებს რეისებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართულებით.

Gulf air თბილსიდან საკამოდ კონფორტულ რეისებს სთავზობს მომხრებელს კაიროს მიმართლებით, აღნიშნული რეისების მძიებას მარტვად შეძლებთ ჩვენივე სისტემაში. თბილსიდან კაიროს მიმართლებით ავიაბილეთების საშუალო ღირებულება

თბილისი კაირო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202428 მაისი 20242 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 185 -დან
3 ივნისი 20247 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 451 -დან
14 ივლისი 202417 ივლისი 20241 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 252 -დან
25 აგვისტო 20245 სექტემბერი 20241 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 367 -დან
11 სექტემბერი 202418 სექტემბერი 20241 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 270 -დან
10 ოქტომბერი 202417 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაNas Airავიაბილეთები 1 285 -დან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს შეუძლიათ ყველაზე იაფი ავია ბილეთების შესახებ ინფორმაცია Avia.Ge-ს ვებგვერდის საძიებო სისტემის ან ასევე მოხერხებული მობილური აპლიკაციის წყალობით მოიძიონ სულ რაღაც 2 წუთში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფლაი დუბაი / flydubai
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბარსელონის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments