თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-ი და Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიები, როგორიცაა Lufthansa, Austrian Airlines, Swiss, Brussels Airlines, ნახშირბადის კომპენსაციის პროგრამაში ჩაერთნენ.  მათ სურთ რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და შეამცირონ ფრენების უარყოფითი გავლენა გარემოზე.

მგზავრებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი და ჩაერთონ ნახშირბადის შემცირების პროგრამაში. შესაბამისად ისინი ნებაყოფლობით გაზრდიან ბილეთების ფასს და გადაიხადინ ზედმეტს. 

თავის მხრივ, თანხა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის ტიპზე, მარშრუტის სიგრძეზე და საწვავის მოხმარებაზე.

Lufthansa-მ, Austrian Airlines-მა,  SWISS-მა და Brussels Airlines-მა საკუთარ კლიენტებს უკვე შესთავაზეს ახალი ტარიფი, რომელიც მოიცავს CO2-ის სრულ კომპენსაციას.

კომპენსაციის 20% დაიხარჯება მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებაზე, ხოლო 80% კი კლიმატის დაცვის პროექტებზე.

Lufthansa Group-ს მთლიანობაში აქვს მიზანი 2030 წლისთვის გაანახევროს ნახშირბადის წმინდა ემისია 2019 წელთან შედარებით და ფრენა CO2-ზე ნეიტრალურად 2050 წლისთვის. ეს გულისხმობს ფლოტის დაჩქარებულ მოდერნიზაციას, ფრენის ოპერაციების უწყვეტ ოპტიმიზაციას და მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებას.

Lufthansa Group-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ბრენდისა და მდგრადობის ოფიცერის კრისტინა ფოერსტერის თქმით, მათ სურთ რომ CO2-ზე ნეიტრალური ფრენა სამომავლოდ გახდეს ბუნებრივი. ხალხს არა მხოლოდ სურს ფრენა და სამყაროს აღმოჩენა, მათ ასევე სურთ მისი დაცვა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც ლონდონში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატია10 რამ, რაც ტალინში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments