სამოგზაურო დაზღვევა არის მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მოგზაურობის დროს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი მოვლენების ფინანსურ დაცვას და ხელს უწყობს ფსიქოლოგიური სიმშვიდის შენარჩუნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოგზაურობისას.

რას ფარავს GPI -ის სამოგზაურო დაზღვევა?

ჯი პი აი სამოგზაურო დაზღვევა უზრუნველყოფს მოგზაურობის დროს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან ფინანსურ დაცვას – გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებს, რაც მოიცავს ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტიკას, ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას და გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.

სამოგზაურო დაზღვევა

რატომ ჯი პი აი სამოგზაურო დაზღვევა?

GPI-ს სამოგზაურო დაზღვევა გამოირჩევა საიმედოობით და მომსახურების მაღალი ხარისხით, რაც მოგზაურებს სრული სამედიცინო დაცვის პაკეტს სთავაზობს. GPI-ს სამოგზაურო დაზღვევა წარმოადგენს საიმედო არჩევანს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და სიმშვიდეს მოგზაურობის განმავლობაში.

როგორ შევიძინოთ GPI dazgveva ?

Avia.ge გთავაზობთ ჯი პი აი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევის შეძენას როგორც ადგილზე, ისე ონლაინ რეჟიმში, რაც საშუალებას მოგცემთ, სწრაფად და კომფორტულად მიიღოთ მომსახურება და ისიამოვნოთ თქვენი მოგზაურობით.

რომელი დაზღვევა უნდა გავაფორმო, თუ ხშირად ვმოგზაურობ?

თუ ხშირად მოგზაურობთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი დაზღვევის ტიპი. ერთჯერადი მოგზაურობისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ პოლისი, რომელიც კონკრეტულ ვადაზე და დაფარვებზეა მორგებული. ხოლო, თუ რეგულარულად მოგზაურობთ, გაცილებით მოხერხებული და ეკონომიურია წლიური დაზღვევის შეძენა, რომელიც ერთჯერად პოლისთან შედარებით უფრო დაბალ ღირებულებას და დამატებით სარგებელსაც გაძლევთ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბარსელონა25 ივლისი 202629 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბერლინი10 ნოემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 534 -დან
ბრიუსელი29 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 360 -დან
ბრატისლავა17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ბუდაპეშტი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 312 -დან
დორტმუნდი19 დეკემბერი 202616 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 337 -დან
მემინგენი11 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 247 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 188 -დან
ჰამბურგი6 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 416 -დან

 

როგორ მოვიქცე სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში?

სამოგზაურო დაზღვევასამედიცინო დახმარების საჭიროებისას უნდა დაუკავშირდეთ თქვენი პოლისის ასისტანს-კომპანიას, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7. მათი ნომერი კი მითითებულია თქვენს დაზღვევის პოლისზე.

როგორია პროცესი:

  • ოპერატორს მიაწვდით ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობისა და პრობლემის შესახებ.
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანია ორგანიზებას გაუკეთებს სასწრაფო დახმარების გამოძახებას და კლინიკაში გადაყვანას.
  • თუ საქმე ეხება შედარებით მარტივ პრობლემას, მაგალითად, სტომატოლოგიურ დახმარებას, ოპერატორი კონსულტაციას გაგიწევთ და მიგასწავლით საჭირო კლინიკას.

 

რა მოხდება, თუ ასისტანსთან დაკავშირება ვერ მოხერხდება?

ასეთ შემთხვევაშიც შეგიძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება, თუმცა ხარჯების დაფარვა თავად მოგიწევთ. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, შეგიძლიათ ამ ხარჯის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიისგან.

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა საუკეთესო ფასად. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიერევანი დორტმუნდი იაფი ავიაბილეთები 125 ლარიდან
შემდეგი სტატიაპსპ სამოგზაურო დაზღვევა PSP dazgveva
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted