Georgian Wings -ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის 14-მდე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ფრენები 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737 -ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. ნაკრების თამაშებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენა TKT.GE-ის პლათფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი და განსაზღვრულია წესები და პირობები.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები:

  1. სუბსიდირებულ ფასად ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
  2. მგზავრი ვალდებულია აეროპორტში რეგისტრაციისას წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი.
  3. აეროპორტში სარეგისტრაციოდ მგზავრი ვალდებულია გამოცხადდეს გაფრენამდე 3 საათით ადრე.
  4. შეძენილი ბილეთი დაბრუნება/გადაცვლას არ ექვემდებარება.

ჯეორჯიან ვინგსი EURO 2024 -ის მატჩებზე მორგებულ ავიარეისებს, თბილისის აეროპორტიდან, ჰამბურგის და კიოლნის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით განახორციელებს.

შეიძინე დორტმუნდის ავიაბილეთები სპეც ფასად. დაგვირეკე 551 907 907 და ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებით

ქუთაისი დორტმუნდი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 აგვისტო 202419 აგვისტო 2024Wizz Airავიაბილეთები 931 -დან
9 სექტემბერი 202416 სექტემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 628 -დან
4 ოქტომბერი 202411 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 447 -დან

დაჯავშნე ფრენები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ტაძრის მიხედვით
შემდეგი სტატიაAegean Airlines ყველა ფრენაზე 60%-მდე ფასდაკლებას აცხადებს
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments