ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი თბილისის აეროპორტი -დან ევროპის რამდენიმე მიმართულებით აპირებს ფრენების განხორციელებას. ეს ქალაქებია: პარიზი, ვენა, ნიცა, ამსტერდამი, ბერლინი, მილანი, ლარნაკა და სალონიკი.
ავიაკომპანია ლარნაკასა და პარიზის მიმართულებით კვირაში 3-3 სიხშირით გეგმავს რეისების შესრულებას. ხოლო ვენის, ნიცას, ამსტერდამის, ბერლინის, მილანის და სალონიკის მიმართულებით კი კვირაში 2-2 სიხშირით.
Georgian Airways-ის ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ბერლინი | 17 სექტემბერი 2025 | 27 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 289 -დან |
ფორლი | 2 ოქტომბერი 2025 | 9 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 316 -დან |
ლარნაკა | 15 სექტემბერი 2025 | 21 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 653 -დან |
ნიცა | 8 სექტემბერი 2025 | 10 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 027 -დან |
ნოვოსიბირსკი | 22 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 361 -დან |
რომი | 1 აპრილი 2026 | 13 აპრილი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 1 137 -დან |
ორმხრივი ავიაბილეთების ფასი პარიზის მიმართულებით ნომებრის თვეში დაახლოებით 900 ლარია, ფრენის ხანგრძლივობა კი 5 სთ. ვენის მიმართულებით 1000 ლარი და ფრენას დაახლოებით 3 სთ და 30 წუთი დასჭირდება. ხოლო ამსტერდამის მიმართულებით კი ავიაბილეთების ღირებულება 1200 ლარიდან იწყება და აეროპორტებს შორის მანძილი დაახლოებით 5 საათია.
აღსანიშნავია, რომ ჯეორჯიან ეარვეისი ზემოთ ჩამოთვლილ ევროპულ მიმართულებებზე ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზეც ასრულებდა.