2025 წლის 26 აპრილს, ავიაკომპანია Georgian Airways -მა თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომში პირველი პირდაპირი რეისი წარმატებით შეასრულა. ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დან რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის მიმართულებით განხორციელდა და ამით ავიაკომპანიამ იტალიის კიდევ ერთ ქალაქში რეგულარული პირდაპირი მიმოსვლა დაამყარა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, “ჯორჯიან ეარვეისი” რომის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს, ასრულებს. ამასთან, უკვე ოპერირებს მილანის მიმართულებით – კვირაში სამჯერ და ფორლის მიმართულებით – კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს. შედეგად, იტალიის მიმართულებით თბილისიდან კვირაში 6 რეგულარული ფრენა ხორციელდება, რაც მგზავრებს ფართო არჩევანს სთავაზობს სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად.
თბილისი რომი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
10 მაისი 2025 | 14 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 197 -დან |
7 ივნისი 2025 | 14 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 382 -დან |
12 ივლისი 2025 | 23 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 210 -დან |
აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი რეისები ფორლის მიმართულებითაც. ამ მნიშვნელოვანი მოვლენას ფორლის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოჰყვა, რომელსაც ფორლის მერი ჯან ლუკა ზატინი და აეროპორტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფორლი ცნობილია, როგორც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი ევროპული ცენტრი, სადაც სტუმრებს მაღალი ხარისხის სამედიცინო ჩექაპები, რეაბილიტაციის პროგრამები და თერმული სპა-ცენტრები ელოდებათ.
გარდა იტალიის მიმართულებებისა, Georgian Airways ზაფხულის სეზონზე აგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
ევროპის მიმართულებით ყველა ფრენა დღის საათებში სრულდება, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია მგზავრებისთვის. გარდა ამისა, ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგი, რაც “ჯორჯიან ეარვეისის” მომსახურებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907