ავიაკომპანია Georgian Airways 2025 წლის აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისის აეროპორტი -დან ახალი ევროპული მიმართულებებით პირდაპირ ფრენებს იწყებს. კერძოდ, იტალიის ქალაქ რომსა და ფორლიში.

ფორლის მიმართულებით პირველი რეისი 24 აპრილსაა ჩანიშნული და იგი ყოველ ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო რომის (ფიუმიჩინოს აეროპორტი) მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

შესაბამისად, იტალიის მიმართულებით Georgian Airways-ის რეისები განხორციელდება:

  • მილანი – კვირაში 3-ჯერ
  • რომი – კვირაში 2-ჯერ
  • ფორლი – კვირაში 1-ჯერ

პირდაპირი რეისები განხორციელდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767“ ტიპის ავიახომალდებით.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ბერლინი11 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 932 -დან
ლარნაკა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 911 -დან
ნიცა28 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 132 -დან
ნოვოსიბირსკი8 თებერვალი 202722 თებერვალი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 238 -დან
რომი25 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 941 -დან

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პარიზისა და ნიცის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზრდება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, Georgian Airways განაგრძობს ოპერირებას ევროპის სხვა პოპულარულ ქალაქებში, მათ შორის:

  • ვენა
  • ამსტერდამი
  • ბერლინი
  • ლარნაკა

ავიაკომპანია დღის საათებში ასრულებს ფრენებს, რაც მგზავრებისთვის მეტი კომფორტის გარანტია. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ქუთაისის აეროპორტში განვითარებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაპირდაპირი ფრენები თბილისიდან ევროპის ახალ მიმართულებებზე
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted