ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფარგლებში, ახალი რეგულარული მიმართულება დაამატა და თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი რეისი უკვე შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო ფორლის აეროპორტში მგზავრებს ფორლის მერი ჯან ლუკა ზატინი და აეროპორტის ხელმძღვანელი პირები, სპეციალურად ორგანიზებული ცერემონიით დახვდნენ.

პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს კომფორტულად დაგეგმონ მოგზაურობა იტალიის ერთ-ერთ უნიკალურ რეგიონში. ფორლი ცნობილია, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრი – აქ მოქმედებს ევროპული სტანდარტის კლინიკები, რეაბილიტაციის ცენტრები, თერმული წყლები და სპა-სერვისები, რაც კურორტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ტურისტებისთვის.

გარდა ფორლისა, „ჯორჯიან ეარვეისი“ 26 აპრილიდან პირდაპირ ფრენებს იწყებს რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და შაბათს. შესაბამისად, ავიაკომპანია იტალიის მიმართულებით რეისს, კვირაში შვიდი სიხშირით შეასრულებს : სამჯერ მილანში, ორჯერ რომში და ერთხელ ფორლიში.

Georgia Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი18 ივნისი 202521 ივნისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 110 -დან
ფორლი7 აგვისტო 202521 აგვისტო 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 275 -დან
ნიცა19 ივნისი 20252 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 197 -დან
ნოვოსიბირსკი20 ივნისი 202528 ივნისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 276 -დან
რომი14 ივნისი 202518 ივნისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 058 -დან
ვენა12 ივნისი 202515 ივნისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 949 -დან

ქართული ავიაკომპანია თბილისის აეროპორტი -დან აგრძელებს ევროპის მიმართულებით პირდაპირი რეისების გაფართოებას – ზაფხულის განმავლობაში შესრულდება პირდაპირი რეგულარული ფრენები პარიზში, ნიცაში, ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. მნიშვნელოვანია, რომ ფრენები დღის საათებშია ჩანიშნული, რაც მგზავრებისთვის კიდევ უფრო კომფორტულია. ასევე, ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის რეგისტრირებული ბარგიც, რაც მომხმარებელთა ინტერესებზეა მორგებული.

უნდა აღინიშნოს, რომ Georgian Airways -ის ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ფორლის მიმართულებით
შემდეგი სტატიაGeorgian Airways -მა რომში პირდაპირი ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments