ვენა ერთ-ერთი ის ქალაქია, სადაც მოგზაურობა ნებისმიერ სეზონზე ჯადოსნურია, თუმცა ქართველი მგზავრებისთვის ევროპული მიმართულებებით გადაადგილება, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდეს. ქვეყნის ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდი, Georgian Airways, სერიოზული ფინანსური და ოპერაციული პრობლემების წინაშე დგას. კომპანიის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება მომხმარებლის ჯიბეზე და ფრენების კომფორტზე.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 140 -დან
ბრატისლავა26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 217 -დან
პოზნანი19 მაისი 202621 მაისი 2026ავიაბილეთები 223 -დან
სალონიკი23 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 225 -დან
ათენი18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 247 -დან
ვენეცია12 ივნისი 202619 ივნისი 2026ავიაბილეთები 252 -დან
მემინგენი23 დეკემბერი 202611 იანვარი 2027ავიაბილეთები 255 -დან
კატოვიცა13 მაისი 202619 მაისი 2026ავიაბილეთები 263 -დან

საწვავის ფასი და შეფერხებული რეისები

საავიაციო საწვავის გლობალური გაძვირება ქართული ავიაკომპანიისთვის ნამდვილ დარტყმად იქცა. ჯორჯია ნეარვეისის(Georgian Airways) საფრენოსნო სამსახურის დირექტორი, ვალერიან ჩხენკელი განმარტავს, რომ ოპერაციული ხარჯების თითქმის 100% სწორედ საწვავზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟები ყოველ კილოგრამ საწვავს ზოგავენ, ავიაკომპანიას მაინც უწევს გარკვეული რეისების გაუქმება.

ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავი

თუმცა, საწვავი არ არის ერთადერთი პრობლემა. კომპანია ღიად აკრიტიკებს Eurocontrol-ს (საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების ევროპულ ორგანიზაციას), რომელსაც საქართველო 2014 წლიდან შეუერთდა. ჩხენკელის თქმით, ორგანიზაცია ხელოვნურად აფერხებს რეისებს 30 წუთიდან 2 საათამდე, მიზეზად კი ევროპის საჰაერო სივრცის გადატვირთვას ასახელებს.

„ეს აბსურდია. მაისი ჯერ არ არის აქტიური სეზონი. მაშინ, როცა ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Lufthansa და British Airways, ფრენები შეამცირეს, საჰაერო სივრცის გადატვირთვაზე საუბარი არაპროფესიონალიზმია“, – აცხადებს ჩხენკელი.

რატომ არის ეს მგზავრებისთვის საზიანო?

როდესაც რეისი ფერხდება, თვითმფრინავი მზადყოფნაშია, მგზავრები კი ბორტზე იმყოფებიან. ამ დროს აუცილებელია სალონის კონდიცირება და გათბობა, რაც დამხმარე ძრავის მუშაობას მოითხოვს. ეს დამატებით, უზარმაზარი რაოდენობის საწვავის ხარჯია.

გარდა ფინანსური ზარალისა, ზარალდება მგზავრიც. ის თანხა, რასაც მომხმარებელი ავიაბილეთების შეძენაში იხდის, გულისხმობს დროულ და კომფორტულ გადაადგილებას. რეისების დაგვიანების გამო კი ადამიანები აგვიანებენ ტრანზიტულ ფრენებზე და ხშირად აეროპორტებში 10-12 საათის გატარება უწევთ.

ევროკონტროლი და ფინანსური დანაკარგები

Georgian Airways-ში მიიჩნევენ, რომ ევროკონტროლში გაწევრიანება თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება იყო. მათი ინფორმაციით, მხოლოდ 2025 წლის მოგებიდან ორგანიზაციამ საქართველოდან 120 მილიონი დოლარი წაიღო, სანაცვლოდ კი ავიაკომპანიებს მხოლოდ დაბრკოლებებს უქმნის.

შექმნილი ვითარება რამდენიმე ნეგატიურ შედეგს იწვევს:

  • ავიაბილეთები კიდევ უფრო ძვირდება საწვავის ხარჯის დასაფარად.
  • მცირდება მგზავრთნაკადი მაღალი ფასების გამო.
  • ავიაკომპანია განიცდის მუდმივ ზარალს და უწევს კომპენსაციების გადახდა დაგვიანებული რეისების გამო.

მთავრობის დახმარების მოლოდინში

Georgian Airways-ი, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა (მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 148,955 მგზავრი გადაიყვანა), ახლა სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მთავრობა გაითვალისწინებს სხვა ქვეყნების პრაქტიკას და დაეხმარება ეროვნულ გადამზიდს ოპერირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაში.

ფაქტია, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ავიაბილეთები ფუფუნებად იქცევა, ფრენების დაგვიანება კი – ჩვეულებრივ მოვლენად.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში„მგზავრი არ კვდება დაშვებამდე“ – ავიაკომპანიების საიდუმლო პროტოკოლი: რა ხდება სინამდვილეში, როცა ბორტზე ვინმე იღუპება?
შემდეგი სტატიაავიაკომპანია გაკოტრდა: როგორ არ დავკარგოთ ფული და რა უფლებები აქვთ მგზავრებს?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments