ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ბათუმი მოსკოვი მოსკოვი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ რუსული პორტალებიდან ხდება ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის ავიაკომპანიის საიტზე ავიაბილეთები არ იძებნება.
რუსული ინტერნეტ გამოცემები კი წერენ, რომ ბათუმსა და მოსკოვს შორის ფრენები 2 აპრილიდან, კვირაში სამი სიხშირით – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
საქართველოს ავიახაზები ბათუმის აეროპორტი -დან მოსკოვის მიმართულებაზე ფრენების დაწყებას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აანონსდებოდა, თუმცა ავიაკომპანიამ ფრენების დაწყება გაზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გადაწყვიტა.
ბათუმი მოსკოვი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
29 მარტი 2025 | 30 მარტი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 682 -დან |
1 აპრილი 2025 | 9 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 530 -დან |
1 მაისი 2025 | 11 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 768 -დან |
2 ივნისი 2025 | 22 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 841 -დან |
დღეისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს, მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები – Red Wings და Azimuth ახორციელებენ. ორივე ავიაკომპანია კვირაში სამი სიხშირით იფრენს. აღსანიშნავია რომ აზიმუტის რეისებსზე ავიაბილეთების შეძენა 2 მარტიდანაა შესაძლებელი.