Georgian Airways ზაფხულიდან რუსეთის მიმართულებით, კონკრეტულად ეკატერინბურგში, ფრენების დაწყებას გეგმავს, – განაცხადა RBC-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა. გაიაშვილის თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთში დღეში ორ რეისს ახორციელებს, ზაფხულიდან კი მათი რიცხვი სამამდე გაიზრდება. ამჟამად ფრენები ხორციელდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში.

გაიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ნოვოსიბირსკის არჩევა კი ისტორიული კავშირების აღდგენით ახსნა.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი7 მარტი 202614 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 178 -დან
ფორლი5 მარტი 202612 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 881 -დან
ლარნაკა18 მარტი 202620 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 600 -დან
ნიცა11 მარტი 202616 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 032 -დან
ნოვოსიბირსკი30 მარტი 20264 აპრილი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 052 -დან
რომი7 მარტი 202611 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 048 -დან

 

ავიაკომპანიას 8 Boeing და ერთი რეგიონული Jet-ი ჰყავს. ის ასევე გეგმავს სამგზავრო ფრენების დაწყებას ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით, სადაც ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. Georgian Airways-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბად ვერ იქცა, რადგან ამ ბაზარზე თურქეთი დომინირებს.

გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემები მომავალში მოგვარდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიKorean Air თბილისსა და ინჩეონს შორის ჩარტერულ ფრენებს აღადგენს
შემდეგი სტატიაTAV georgia საქართველოს აეროპორტებში ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments