Georgian Airways ზაფხულიდან რუსეთის მიმართულებით, კონკრეტულად ეკატერინბურგში, ფრენების დაწყებას გეგმავს, – განაცხადა RBC-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა. გაიაშვილის თქმით, ამჟამად Georgian Airways რუსეთში დღეში ორ რეისს ახორციელებს, ზაფხულიდან კი მათი რიცხვი სამამდე გაიზრდება. ამჟამად ფრენები ხორციელდება მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში.

გაიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. ნოვოსიბირსკის არჩევა კი ისტორიული კავშირების აღდგენით ახსნა.

Georgian Airways ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ბერლინი14 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 915 -დან
ლარნაკა6 ნოემბერი 20268 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 915 -დან
ნიცა11 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 277 -დან
ნოვოსიბირსკი16 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 227 -დან
რომი8 თებერვალი 202715 თებერვალი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 205 -დან

 

ავიაკომპანიას 8 Boeing და ერთი რეგიონული Jet-ი ჰყავს. ის ასევე გეგმავს სამგზავრო ფრენების დაწყებას ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებით, სადაც ამჟამად სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს. Georgian Airways-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბად ვერ იქცა, რადგან ამ ბაზარზე თურქეთი დომინირებს.

გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემები მომავალში მოგვარდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიKorean Air თბილისსა და ინჩეონს შორის ჩარტერულ ფრენებს აღადგენს
შემდეგი სტატიაTAV georgia საქართველოს აეროპორტებში ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted