mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები გეგმავენ შემოსვლას. როგორც  ცნობილი გახდა, მოლდოვური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Flyone და მისი შვილობილი ავიაკომპანია Flyone Armenia საქართველოს მიმართულებით გეგმავენ ფრენების დაწყებას.flyone

Flyone -ი საქართველოში ოპერირებას 2022 წლის ზაფხულიდან დაიწყებს, ხოლო Flyone Armenia ფრენებს 2021 წლის დეკემბრიდან შემოგვთავაზებს.

ავიაკომპანია Flyone -ი ფრენებს კიშინიოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს. კიშინიოვსა და თბილისს შორის რეისები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება, ხოლო კიშინიოვსა და ბათუმს შორის ავიაკომპანია მხოლოდ ზაფხულის ტურისულ სეზონზე შეასრულებს რეისებს.

Flyone Aremnia ფრენებს ერევნიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს. ერევანი – თბილისი – ერევანის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

ერევანი – ქუთაისი – ერევანის საჰაერო ხაზზე კი ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს.Armenia fly

საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებს შორის ოპერირებას კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარს 2022 წლის ზაფხულიდან შემოუერთდება.

სომხური ავიაკომპანია Armenia Airways, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა, ერევანსა და თბილისს შორის გეგმავს ოპერირებას. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Armenia Airways – ი ერევანი – თბილისი – ერევანის საჰაერო ხაზზე 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს ფრენებს.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიBees Airlines-ი ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებით იწყებს ოპერირებას
შემდეგი სტატია20 %-იანი ფასდაკლება ავიაკომპანია Wizz Air -სგან
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments