არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით სეზონურ ავიამიმსოვლას იწყებს. ავიაკომპანია დუბაისა და ბათუმს შორის ფრენებს 2024 წლის 14 ივნისიდან 1-ელ სექტემბრამდე განაახლებს. დუბაი ბათუმი ბათუმი დუბაი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირება კვირაში 4 -ჯერ, დღეში 1 სიხშირით,  ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ბათუმიდან რეისი 16:40 საათზე გაემგზავრება და დუბაიში ადგილობრივი დროით 20:10 საათზე ჩაფრინდება, ხოლო დუბაიდან ბათუმის მიმართულბით ფრენა 12:05 -ზე განხორციელდება და ბათუმში საქართველოს დროით 15:40 -ზე ჩამოფრინდება.

 

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ფლაი დუბაი საქართველოდან დუბაის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ასევე თბილისის აეროპორტიდანაც გვთავაზობს. ფრენები ყოველდღე, დღეში 2 სიხშირით, ასევე Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.

flydubai არის ემირატების მთავრობის საკუთრებაში არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ავიაკომპანიამ ფრენები 14 წლის წინ, 2009 წელს 1 ივნისს დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს განვითარებას. მიმართულებათა ქსელი კი 130-მდე ქალაქს მოიცავს.

დაჯავშნე ფრენები Flydubai -ს რეისებზე და გაემგზავრე დუბაიში საუკეთესო ფასად. ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირიდთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ის მგზავრთნაკადი 221%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიათბილისის და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდაა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments