ავიაკომპანია Flydubai-მ რუმინეთის ეროვნულ გადამზიდავ TAROM-თან მნიშვნელოვანი საპარტნიორო შეთანხმება გააფორმა, რაც ქართველი მოგზაურებისთვის ევროპის მიმართულებით მგზავრობას კიდევ უფრო ამარტივებს და აფართოებს. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ევროპის 15 ახალ ქალაქში იმოგზაურონ.

Flydubai-სა და TAROM-ის თანამშრომლობის შედეგად, ქართველი მოგზაურებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ისეთი პოპულარული მიმართულებები, როგორიცაა ათენი, ამსტერდამი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, მადრიდი, პარიზი და რუმინეთის შიდა რეისით კლუჟ-ნაპოკა. ეს ქალაქები ტრადიციულად დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ტურისტებში, როგორც კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, ასევე საქმიანი მოგზაურობების თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ ფლაი დუბაი საქართველოდან, უფრო ზუსტად კი თბილსისის და ბათუმის აქროპორტიდან ფრენებს დუბაის მიმართულებით გვთავაზობს.

Flydubai ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
დუბაი19 თებერვალი 20262 მარტი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 043 -დან

 

Flydubai-სა და TAROM-ის პარტნიორობა რამდენიმე ძირითადი უპირატესობით გამოირჩევა:

  • ერთიანი ავისბილეთი და ბარგის რეგისტრაცია: მგზავრებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა ავიაკომპანიის რეისებზე ცალ-ცალკე ავიაბილეთების შეძენა. ერთიანი ჯავშნის სისტემა მოგზაურობის დაგეგმვას ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის. რაც მთავარია, ბარგი რეგისტრირდება ერთხელ, თბილისის აეროპორტში და მგზავრი მას საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიიღებს. ეს თავიდან აგაცილებთ სატრანზიტო აეროპორტში ბარგის ხელახალი რეგისტრაციის რთულ და დროსთან დაკავშირებულ პროცედურას.
  • გაფართოებული არჩევანი და მოქნილობა: ახალი მიმართულებები ზრდის კონკურენციას ბაზარზე, რაც პოტენციურად უფრო ხელმისაწვდომ ფასებსა და მრავალფეროვან არჩევანს განაპირობებს. მგზავრებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ მათთვის სასურველი ფრენის დრო და თარიღი.
  • დროის ეკონომია და კომფორტი: ერთიანი მარშრუტი და შეთანხმებული რეისები ამცირებს სატრანზიტო აეროპორტში მოცდის დროს და მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. მგზავრებს აღარ მოუწევთ ფიქრი სხვადასხვა რეისის ერთმანეთთან დაკავშირებაზე და შესაძლო დაგვიანებებზე.

ამჟამად, Flydubai დუბაიდან ბუქარესტის მიმართულებით დღეში ორ რეისს ასრულებს. 2025 წლის 19 სექტემბრიდან კი ავიაკომპანია რუმინეთში მეორე, იასის მიმართულებას ამატებს. აღსანიშნავია, რომ Flydubai-ს გლობალური ქსელი 57 ქვეყანაში 135-ზე მეტ მიმართულებას აერთიანებს, რაც ქართველ მოგზაურებს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამარტივებულ მგზავრობას სთავაზობს.

TAROM-ის წარმომადგენლების თქმით, Flydubai-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს შორის ტურიზმისა და ბიზნეს კავშირების განვითარებას, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაფერი, რაც მოგზაურობის დაგეგმვისას უნდა იცოდეთ – avia.ge-ის სრული გზამკვლევი
შემდეგი სტატიაWizz Air-ი ქუთაისში მეხუთე თვითმფრინავის დამატებას გეგმავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments