Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს, ქალაქ ხივაში დაარსდა. ავიაკომპანია ტაშკენტის ისლამ ქარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ მიმართულებაზე ოპერირებს, რაც მოიცავს ევროპას, აზიას და ახლო აღმოსავლეთს.
აღსანიშნავია, რომ Fly Khiva -მ ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ახლახან, 2025 წლის 3 მაისს დაიწყო. კომპანია პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას თბილისი ტაშკენტი ტაშკენტი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ასრულებს. ამასთან, ივნისის თვიდან რეისებს ბათუმი ტაშკენტი ტაშკენტი ბათუმი -ს მიმართულებითაც შემოგვთავაზებს.
Fly Khiva-ს ვებსაიტზე და სერვისებზე მოქმედებს მკაფიოდ განსაზღვრული პირობები, რომლებიც არეგულირებს ავიაბილეთების შეძენას, რეგისტრაციას, ბარგს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. ქვემოთ გაეცნობით იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობისას.
თბილისი ტაშკენტი ავიაბილეთები
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
18 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 635 -დან |
25 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 635 -დან |
18 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 638 -დან |
25 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 699 -დან |
18 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 763 -დან |
31 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 920 -დან |
31 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 920 -დან |
25 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 943 -დან |
27 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 983 -დან |
25 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 005 -დან |
20 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 044 -დან |
27 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 099 -დან |
27 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 099 -დან |
19 მაისი 2025 | პირდაპირი | ავიაბილეთები 1 110 -დან |
Fly Khiva-ს სერვისების გამოყენებამდე, რეკომენდებულია დეტალურად გაეცნოთ ავიაკომპანიის წესებსა და პირობებს.
ავიაბილეთების შეძენა და წესები
Fly Khiva ს ვებსაიტზე ავიაბილეთის დაჯავშნისას აუცილებელია სწორი და სრულყოფილი ინფორმაციის მითითება. გადახდა ხდება წინასწარ, იმ მეთოდებით, რაც მითითებულია პლატფორმაზე. ავიაბილეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება დამოკიდებულია კონკრეტული ტარიფის პირობებზე და შესაძლოა ყველა შემთხვევაში არ იყოს ანაზღაურებადი.
მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები
მგზავრის ვალდებულებაა ჰქონდეს ყველა საჭირო და მოქმედი დოკუმენტი – პასპორტი, ვიზა და სხვა ნებართვები. Fly Khiva არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც მგზავრს არ გააჩნია საკმარისი დოკუმენტაცია ან ვერ აკმაყოფილებს ქვეყნების შესვლის მოთხოვნებს.
ბარგის პოლიტიკა
ხელბარგი
- ეკონომ კლასი: 1 ერთეული, მაქსიმალური წონა 8 კგ, ზომები 55 x 40 x 23 სმ
- ბიზნეს კლასი: 2 ერთეული, თითოეული 8 კგ-მდე
ჩასაბარებელი ბარგი
- ეკონომ კლასი: 1 ერთეული, 23 კგ-მდე
- ბიზნეს კლასი: 2 ერთეული, თითოეული 32 კგ-მდე
მაქსიმალური ზომა ყველა ჩანთისთვის შეადგენს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).
ზედმეტი ბარგი დამატებით იბეგრება.
რეგისტრაცია ფრენაზე (Check-in)
Fly Khiva მგზავრებს სთავაზობს როგორც ონლაინ, ასევე აეროპორტში რეგისტრაციის მოქნილ პროცესს:
ონლაინ რეგისტრაცია: იწყება ფრენამდე 24 საათით ადრე და სრულდება 2 საათით ადრე.
აეროპორტის რეგისტრაცია: იწყება ფრენამდე 3 საათით ადრე და სრულდება 60 წუთით ადრე.
ბიზნეს კლასის მგზავრებს კი აქვთ წვდომა პრიორიტეტულ რეგისტრაციაზე.
ფრენის განრიგის ცვლილებები და შეფერხებები
ფრენის განრიგი შესაძლოა შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის: ამინდის პირობები, ტექნიკური საკითხები ან ძალმომრეობის ფაქტორები. კომპანია ყველა ღონეს ხმარობს დროული ინფორმაციის მიწოდებისთვის და შესაფერისი ალტერნატივების შეთავაზებისთვის.
FlyKhiva -ს იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.