Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს ქალაქ ხივაში დაარსდა. კომპანიის მიზანია მგზავრთა, ტვირთებისა და ბიზნეს ავიაციის განვითარება, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო რეისებზე ოპერირება. ავიაკომპანია ოპერირებს ძირითადად ტაშკენტის ისლამ ქარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან. Fly Khiva-ს ლოგო და ბრენდი ასახავს უზბეკურ იდენტობას, რითაც ავიაკომპანია ხდება უფრო ცნობადი საერთაშორისო ბაზარზე.

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Fly Khiva?

ფლაი ხივა

ფლაი ხივა ახორციელებს რეისებს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ მიმართულებაზე, რაც მოიცავს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას.

Fly Khiva-ს ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

  • აზია : უზბეკეთი (ტაშკენტი, ურგენჩი, ნუკუსი); ჩინეთი; ინდოეთი; ტაილანდი.
  • ახლო აღმოსავლეთი: საუდის არაბეთი (მექა და მედინა პილიგრიმული რეისები); არაბთა გაერთიანებული საემიროები; ყატარი; ისრაელი.
  • ევროპა: საბერძნეთი; ლატვია; ბელგია (ლიეჟი, სატვირთო მიმართულება).
  • დსთ ქვეყნები: აზერბაიჯანი (ბაქო); ყაზახეთი; ყირგიზეთი.

აღსანიშნავია, რომ Fly Khiva-მ ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ახლახან დაიწყო და პირველი პირდაპირი რეისი ტაშკენტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით 2025 წლის 3 მაისს განახორციელა. კომპანია პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას თბილისი ტაშკენტი ტაშკენტი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში ორჯერ – Boeing 757-300 ტიპის თვითმფრინავებით შეასრულებს. ამასთან, ამავე წლის ივნისის თვიდან ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც შემოგვთავაზებს და ბათუმი ტაშკენტი ტაშკენტი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე რეისები ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202525 მაისი 2025Centrum Airავიაბილეთები 756 -დან
17 ივნისი 202524 ივნისი 2025Centrum Airავიაბილეთები 919 -დან
22 ივლისი 202527 ივლისი 2025Centrum Airავიაბილეთები 942 -დან

Fly Khiva-ს ფლოტი

Fly Khiva-ს ფლოტში შედის Boeing-ის წარმოების თვითმფრინავები:

  • Boeing 757-300: სამგზავრო ფრენებისთვის საშუალო მანძილზე.
  • Boeing 767-300F: სატვირთო ფრენებისთვის

ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს თანამედროვე და განახლებულ ხომალდებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

Fly Khiva-ს ბარგის პოლიტიკა დამოკიდებულია მიმართულებასა და ავიაბილეთის ტიპზე.

ხელბარგი (Carry-on Baggage):

  • ეკონომ კლასი: 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმუმ 8 კგ, ზომებით 55 x 40 x 23 სმ.
  • ბიზნეს კლასი: 2 ერთეული ხელბარგი, თითოეული მაქსიმუმ 8 კგ, ზომებით 55 x 40 x 23 სმ.

ჩასაბარებელი ბარგი (Checked Baggage):

  • ეკონომ კლასი: 1 ერთეული, 23 კგ-მდე ბარგი.
  • ბიზნეს კლასი: 2 ერთეული, თითოეული 32 კგ-მდე ბარგი.

ბარგის მაქსიმალური ზომა: 158 სმ (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე).

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ

Fly Khiva-ზე რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მოქნილია, რათა მგზავრებს გაუმარტივდეთ დაგეგმონ მოგზაურობა და ისიამოვნონ ფრენით.

ონლაინ რეგისტრაცია (Online Check-in):

  • იწყება ფრენამდე 24 საათით ადრე.
  • სრულდება ფრენამდე 2 საათით ადრე.

აეროპორტის რეგისტრაცია (Airport Check-in):

  • იწყება ფრენამდე 3 საათით ადრე.
  • სრულდება ფრენამდე 60 წუთით ადრე.

ბიზნეს კლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პრიორიტეტული რეგისტრაციის (priority check-in) სერვისით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFly Khiva -მ თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით დაიწყო ფრენები
შემდეგი სტატიასად გაემგზავრები ივნისი-ივლისის თვეში ყველაზე იაფად?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments