ქუთაისი მალტა ავიაბილეთები 225 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები მალტას მიმართულებით

მალტა ხმელთაშუა ზღვის კუნძულია. იგი იტალიის სამხრეთში მდებარეობს. აქ მუდამ მზიანი ამინდები დაგხვდებათ, რაც მოგზაურობას ბევრად სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის. თავად სახელმწიფოს კი გამორჩეულ ელფერს აძლევს ხმელთაშუა ზღვის ტალღებზე მუდამ მოლივლივე მზის სხივები. სწორედ ამ მიზეზით სტუმრობს ტურისტების უმეტესობა კუნძულს, თუმცა ზღვისა და სანაპიროების გარდაც ბევრი რამაა მოსანახულებელი მალტაზე.

სინამდვილეში, სახელმწიფოს დიდი ისტორია აქვს, რაც მისი ქალაქების არქიტექტურასა და კულტურულ მრავალფეროვნებაში კარგად გამოიხატება. აქ გართობასაც საუცხოოდ შეძლებთ. ერთი სიტყვით, ქვეყანა ყველანაირად მოგერგებათ და თქვენი სურვილების ახდენაზე იზრუნებს. თუ გსურთ იაფად დაგეგმოთ მოგზაურობა და მზად ხართ ახალი თავგადასავლებისთვის, შეიძინეთ ქუთაისი მალტა ავიაბილეთები და მოემზადეთ მრავალკულტურულ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან შესახვედრად.

როგორ გავფრინდეთ ქუთაისიდან მალტაში?

ქუთაისიდან მალტას მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. გადაჯდომის პირობები კი ავიაკომპანიების მიხედვით განსხვავდება. დაბლა შეგიძლიათ დაათვალიეროთ მალტის მიმართულებით ფრენების ცხრილი. ქუთაისი მალტა ავიაბილეთები თქვენი პრეფერენციების მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
29 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 357 -დან
27 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 465 -დან
25 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 482 -დან
30 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 507 -დან
26 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 541 -დან
30 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 248 -დან
15 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 276 -დან
21 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 280 -დან
7 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 311 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
25 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 131 -დან
21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 429 -დან
26 იანვარი 202731 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 523 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
25 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 131 -დან
19 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 514 -დან
21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 429 -დან
26 ნოემბერი 202630 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 488 -დან
26 იანვარი 202731 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 523 -დან

ინფორმაცია ქუთაისი მალტა ფრენების შესახებ

ვინაიდან ქუთაისიდან მალტას მიმართულებით პირდაპირი რეისები არ სრულდება, ხმელთაშუა ზღვის ამ ულამაზეს არქიპელაგზე მოსახვედრად საუკეთესო და ყველაზე ეკონომიური გზა დამოუკიდებელი გადაჯდომების, ანუ თვითტრანზიტის (Self-Transfer) აწყობაა.

გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და მოსახერხებელ სატრანზიტო მარშრუტებს:

მარშრუტი იწყება ქუთაისიდან Wizz Air -ის რეისით ევროპის რომელიმე ქალაქში, საიდანაც მალტას მიმართულებით იღებთ მეორე ბილეთს (ძირითადად Ryanair-ის ან ისევ Wizz Air-ის რეისზე):

  • რომი (ფიუმიჩინო – FCO): ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული წერტილია. ქუთაისიდან რომში ჩაფრენის შემდეგ, ტერმინალის შეცვლა არ გიწევთ — იქვე გადაჯდებით მალტის რეისზე. ფრენები ძალიან ხშირია.

  • მილანი (მალპენსა – MXP): კიდევ ერთი იდეალური ჰაბი. მილანიდან მალტაზე low-cost კომპანიები ყოველდღიურად დაფრინავენ და ხშირად რეისების საათებიც იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს.

  • ვენა (VIE) ან ბუდაპეშტი (BUD): ორივე აეროპორტი ძალიან მარტივია ორიენტაციისთვის, აქვს დიდი სატრანზიტო სივრცე და მალტის მიმართულებით სტაბილური გრაფიკი.

მსგავსი რეისებით მგზავრობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • დროის მარაგი: ვინაიდან ეს რეისები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, სატრანზიტო აეროპორტში ბარგის გატანა და ხელახლა ჩაბარება მოგიწევთ. რეისებს შორის მინიმუმ 3-4 საათიანი ინტერვალის დატოვება აუცილებელია.

  • ბარგი და რეგისტრაცია: თითოეულ რეისზე ონლაინ რეგისტრაცია ცალ-ცალკე უნდა გაიაროთ. თუ მგზავრობთ მხოლოდ ზურგჩანთით (ხელბარგით), სატრანზიტო აეროპორტში ბარგის ლოდინზე დროს აღარ დაკარგავთ და პირდაპირ საპასპორტო კონტროლზე გადახვალთ.

ქუთაისი მალტა ავიაბილეთები ასეთ რეისებზე შეგიძლიათ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ, რადგან ასეთ ფრენებს ძირითადად დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები ასრულებენ.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
9 სთ
დისტანცია
2578 კმ
აერპორტის კოდი
MLA
ავიაკომპანიები
wizz air
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
მალტური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
45-50 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ქუთაისი მალტა ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ ქუთაისი მალტა ავიაბილეთები ან მომავალში ფიქრობთ კუნძულზე მოგზაურობას, აუცილებლად დაათვალიერეთ ხშირად დასმული კითხვების სექცია. აქ ამოიკითხავთ საჭირო ინფორმაციას მომავალ მოგზაურობასთან დაკავშირებით.

გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა კუნძულზე სამოგზაუროდ. ამ დროს იდეალური ტემპერატურაა, თანაც ზაფხულის პიკის სეზონსაც აარიდებთ თავს.

მალტა ყველაზე მეტად პოპულარული მისი საოცარი სანაპირო ზოლის დამსახურებითაა. ქვეყნის მზიანი ამინდები კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ამ კუნძულზე დასვენებას.

მალტას მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

უნგრული ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისი მალტას ფრენებს ყველაზე ბიუჯეტურად ახორციელებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

არატურისტული სეზონები კარგი დროა იმისთვის, რომ იაფად იმოგზაუროთ. ამ დროს, როგორც წესი, ფასები იკლებს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე.

4-7 დღე იდეალურია მალტაზე გასატარებლად.

MLA – მალტის საერთაშორისო აეროპორტი მალტასთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. ასევე, უმჯობესია, თუ გაითვალისწინებთ, რომ დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებზე ფრენების ფასი იმატებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.