2024 წლის დასაწყისში საფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდება, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობითაა გამოწვეული. ცვლილებები გავლენას იქონიებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებზე.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ან აპირებთ პარიზში გამგზავრებას, ან პარიზის გავლით სხვა დანიშნულების ადგილზე მოხვედრას, თვალყური უნდა ადევნოთ ფრენის სტატუსს და გაეცნოთ ავიაკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

საერთო ჯამში, იანვარსა და თებერვალში დაგეგმილი 16 ათასზე მეტი რეისი გაუქმდება. 

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 702 -დან
9 ნოემბერი 202512 ნოემბერი 2025Air Franceავიაბილეთები 1 128 -დან
7 დეკემბერი 20259 დეკემბერი 2025Air Franceავიაბილეთები 1 292 -დან
25 იანვარი 202631 იანვარი 2026Air Franceავიაბილეთები 1 259 -დან

 

Air France -მა უკვე გამოაცხადა, რომ 4200-ზე მეტ მოკლე და საშუალო მანძილის ფრენას აუქმებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Air France პირდაპირ ფრენას პარიზის ჩარლზ დე გოლის აეროპორტიში ახორციელებს. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს, რომელიც ბოვე ტილის აეროპორტის მიმართულებით დაფრინავს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 513 -დან
4 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 435 -დან
1 იანვარი 202611 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 544 -დან

 

„სარემონტო სამუშაოების“ გამო, ფრანგულ და უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც რეისებს პარიზში ახორციელებენ სთხოვეს, რომ 9 იანვრიდან 14 თებერვლამდე 20%-ით შეამცირონ ფრენების რაოდენობა დედაქალაქის საჰაერო ჰაბის აეროპორტებშიშარლ დე გოლი, ორლი, ბოვე და ლე ბურჟე. ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ აღნიშნულ პერიოდში რომელ ფრენებს არ განახორციელებენ.

საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარიზის აეროპორტებში ფრენის კონტროლის სისტემის მოდერნიზება დაწყებულიყო, რომელსაც 1970-იანი წლებიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია. ამიტომ, ადგილობრივ სპეციალისტებს ახლა სისტემის დაახლოებით 80%-ის შეცვლა უწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და გაემგზავრეთ სასურველი მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings -ი საქართველოში კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს
შემდეგი სტატია2-3 დეკემბერს რუსეთიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ახალი რეისი განხორციელდა
5 3 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments