საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია – China Southern Airlines -ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა. მხარეები ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის თანამშრომლობის ისეთ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ურუმჩი თბილისი თბილისი ურუმჩი -ს საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირეები გაიზრდება.

 

,,China Southern Airlines -თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება და ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა გახლდათ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე გავზარდოთ სიხშირეები და დავსახოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას‘‘,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა იქნება შესაძლებელი. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე კი თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან პირდაპირი ავიარეისებით დაკავშირება განიხილება. 2023 წელს, ჩინეთიდან საქართველოს თითმის 50 000 ვიზიტორი ეწვია. რაც 2022 წელთან შედარებით 555%-იანი ზრდაა.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროპის რამდენიმე აეროპორტმა, ბორტზე სითხეების ატანაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვა გააუქმა
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ი მილანის მიმართულებით ფრენებს ამატებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments