როგორი ამაღელვებელი მომენტია, როდესაც უზარმაზარ კლდეზე დგახარ, სადაც ზღვის ტალღები ნაპირებს ეხეთქება და იცი, რომ დეინერის ტარგარიანი ზუსტად ამ ქვაზე  გეგმავდა ვესტეროსის დაპყრობას .

ან სულაც ძველ, ნესტიან ციხესიმაგრეში ხვდები, სადაც იმ სიცივესა და ემოციას განიცდი, რასაც ჯიმი ჰოპერი დემოგორგონთან ბრძოლისას განიცდიდა.

ამ შეგრძნებას „Set-jetting“ ეწოდება – ეს არის ის, რასაც განიცდი, როდესაც შენი საყვარელი ფილმის ან სერიალის გადაღების ადგილზე ხვდები. თანამედროვე მოგზაურებისთვის „Set-jetting“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საყვარელი ტრენდია.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი9 მარტი 202620 მარტი 2026ავიაბილეთები 133 -დან
ლარნაკა21 მარტი 202627 მარტი 2026ავიაბილეთები 133 -დან
ვროცლავი4 თებერვალი 202622 თებერვალი 2026ავიაბილეთები 138 -დან
ვილნიუსი11 თებერვალი 202625 თებერვალი 2026ავიაბილეთები 180 -დან
ბრატისლავა6 თებერვალი 20269 თებერვალი 2026ავიაბილეთები 184 -დან

ევროპა ფენტეზისა და მისტიკის ჟანრის კინოკლასიკების მთავარი გადასაღები მოედანია და დღესდღეობით ამ საოცარი ადგილების მონახულებაც ძალიან მარტივია.

გთავაზობთ გზამკვლევს, სადაც თავმოყრილია საკულტო ლოკაციები, სადაც მარტივად და ბიუჯეტურად მოხვდებით. მოემზადეთ, რადგან აქ წაიკითხავთ იმ ამბებსაც, რომლებიც კამერების მიღმა ხდებოდა.

ლიეტუვა: „Stranger Things“ – ჰოპერის ციხე და საბჭოთა მისტიკა

თუ „Stranger Things“ უკვე ბოლომდე უყურეთ, აუცილებლად გემახსოვრებათ რუსული ციხე კამჩატკაზე, სადაც ჯიმ ჰოპერი გამოკეტეს. ეს არც დეკორაციაა და არც კომპიუტერული გრაფიკა ეს ადგილი ვილნიუსის ცენტრშია.

ლუკიშკესის ციხე – ვილნიუსი

ეს ციხე საუკუნეებს ითვლის და 2019 წლამდე ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა. დახურვიდან მალევე ის Netflix-მა იქირავა და გადასაღებ მოედანად გადააქცია. ატმოსფერო იმდენად მძიმე და რეალურია, რომ მსახიობებს როლში შესვლა არ გასჭირვებიათ.

გადაღებები ზამთარში მიმდინარეობდა და ციხეში ტემპერატურა იმდენად დაბალი იყო, რომ მსახიობებს სპეციალური გრიმი არც კი სჭირდებოდათ – სუნთქვისას ორთქლი ბუნებრივად ამოსდიოდათ და კანკალიც ნამდვილი იყო.

დღეს ციხე უკვე კულტურულ ჰაბად არის ქცეული. უფრო მეტიც – ერთ-ერთი საკანი გასაქირავებელ (Airbnb-ის) ნომრად გადააკეთეს, რომელიც 80-იანი წლების „Stranger Things“-ის სტილშია მოწყობილი და თუ გამბედაობა გეყოფათ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია იქ ღამის გათევა.

ბიუჯეტი და მარშრუტი:

შესვლა: ციხის ეზოში, ბარსა და საკონცერტო სივრცეში შესვლა უფასოა. სპეციალური ტური „Stranger Things“-ის ლოკაციების სანახავად (გიდთან ერთად) დაახლოებით 20€ ღირს.

  • როგორ მოვხვდეთ: საქართველოდან შეგიძლიათ იფრინოთ რეისით ქუთაისი  ვილნიუსი . ვილნიუსის აეროპორტიდან ცენტრამდე ავტობუსი 1€ ღირს, ტაქსი (Bolt) – 10–15€. ციხე ქალაქის ცენტრთან იმდენად ახლოსაა, რომ ფეხითაც მარტივად მიხვალთ.

პოლონეთი: „The Witcher“ – გერალტის კვალდაკვალ

მხედვარის“ გადაღება ანჯეი საპკოვსკის სამშობლოში გარდაუვალი იყო. პოლონეთის ციხესიმაგრეები ბნელი ფენტეზის ჟანრს იდეალურად ერგება.

ოგროძიენიეცის ციხესიმაგრე – სოდენის ბორცვი

გახსოვთ პირველი სეზონის ეპიკური ფინალი – Battle of Sodden Hill, სადაც იენიფერი ცეცხლს უშენდა ნილფგაარდის არმიას? ეს სცენები სწორედ კრაკოვთან ახლოს, შუა საუკუნეების ამ ნანგრევებში გადაიღეს.

ბრძოლის სცენებს ძირითადად ღამით იღებდნენ. სპეციალური ეფექტებისთვის იმდენი ხელოვნური ნისლი და პიროტექნიკა გამოიყენეს, რომ ახლომდებარე სოფლის მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. მათ ეგონათ, რომ ისტორიულ ძეგლს ცეცხლი რეალურადაც ეკიდა და სახანძრო სამსახურში ათობით ზარი შევიდა. საბედნიეროდ, ციხე გადარჩა და ახლა ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

ბიუჯეტი და მარშრუტი:

• შესვლა: ბილეთი იაფია – დაახლოებით 6–7€.
• როგორ მოვხვდეთ: შეგიძლიათ შეიძინოთ იაფი ფრენები კატოვიცეში . აეროპორტიდან ციხესიმაგრემდე ტაქსით ან მანქანით 45 წუთის გზაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეგიძლიათ მიხვიდეთ მატარებლით ქალაქ ზავიერჩემდე, შემდეგ კი ადგილობრივი ავტობუსით.

ესპანეთი: „სამეფო კარის თამაშები“ – დრაკონები და ინტრიგები

ესპანეთი GOT-ის ფანებისთვის ნამდვილი სამოთხეა – აქ სერიალის ყველაზე საკულტო ადგილებია თავმოყრილი.

გაზტელუგაჩე – იგივე დრაკონის ქვა (Dragonstone)

ბასკეთში მდებარე ეს კუნძული დეინერის ტარგარიენის სახლია. 241 საფეხურიანი დაკლაკნილი ქვის ხიდი რეალურია, თუმცა თავად ციხესიმაგრე, რომელიც ფილმში ჩანს, კომპიუტერული გრაფიკითაა დამატებული – რეალურად კუნძულის თავზე პატარა ეკლესიაა.

მსახიობი ემილია კლარკი ინტერვიუებში ამ ლოკაციის გამო ხშირად წუწუნებდა. მას უწევდა მძიმე კოსტიუმითა და პარიკით 241 საფეხურის ავლა დღეში რამდენჯერმე, ხშირად ძლიერი ქარისა და წვიმის პირობებში. ლეგენდის თანახმად კი, თუ კიბეებს აივლით და ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამოკრავთ, ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგიხდებათ.

ჟირონა – ბრაავოსი და მეფის საბიჯელი

ბარსელონადან 40 წუთის სავალზე მდებარე ჟირონა მე-6 სეზონში Braavos-ის სახელით გვევლინება. ჟირონას კათედრალი კი “King’s Landing”-ის სცენებში ჩანს.

სერია „სირცხვილის გზის“ გადაღებისას პროდიუსერებს სრული სიჩუმე და კონფიდენციალურობა სჭირდებოდათ. ამიტომ იმ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და მაღაზიის მეპატრონეებს სოლიდური თანხა გადაუხადეს, რათა 4 დღის განმავლობაში მაღაზიები არ გაეღოთ და ფანჯრებიდანაც კი არ გამოეხედათ.

ბიუჯეტი და მარშრუტი:

• შესვლა: გაზტელუგაჩეზე ასვლა უფასოა, თუმცა აუცილებელია ონლაინ ჯავშანი რამდენიმე კვირით ადრე. ჟირონაში სეირნობა უფასოა.
• როგორ მივიდეთ: ქუთაისი ბარსელონა (Wizz Air), ბარსელონადან ჟირონამდე მატარებელი 15€. ბილბაოდან გაზტელუგაჩემდე ავტობუსით იმგზავრებთ.

იტალია: Star Wars, 007 და ანტიკური ფენტეზი

ევროპა არა მხოლოდ ფენტეზის, არამედ სხვა მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადასაღებ მოედნადაც მრავალჯერ ქცეულა

კომოს ტბა – ნაბუ (Star Wars)

ეს არის ადგილი, სადაც ანაკინ სკაიუოკერი და პადმე ფარულად დაქორწინდნენ. ჯორჯ ლუკასი იმდენად მოიხიბლა ამ ვილით, რომ ფილმში მისი გამოყენება გადაწყვიტა.

მატერა – Wonder Woman და ანტიკური სამყარო

კლდეში ნაკვეთი ქალაქი, სადაც გადაღებულია Wonder Woman და James Bond: No Time to Die. მატერა იმდენად ბიბლიურად გამოიყურება, რომ აქ 50-ზე მეტი ფილმია გადაღებული.

ბიუჯეტი და მარშრუტი:

• შესვლა: ვილა ბალბიანელოს ბაღი – 13€, ვილა – 24€. მატერაში სეირნობა უფასოა.
• როგორ მივიდეთ: ქუთაისი მილანი ან რომი. მილანიდან კომომდე მატარებელი 7€, მატერამდე კი საუკეთესოა ბარიდან მატარებელი ან ავტობუსი.

დიდი ბრიტანეთი: ჰარი პოტერი და მაგიის სამშობლო

ჰოგვორტსის ექსპრესის რკინიგზის ხიდი რეალურია და მატარებელი The Jacobite სწორედ ისაა, რომელიც ფილმში გამოიყენეს.

ოქსფორდი – ჰოგვორტსის დიდი დარბაზი

Christ Church College-ის შთაგონებით არის შექმნილი ჰოგვორტსის დიდი დარბაზი. რეალური დარბაზი სტუდიაშია აგებული, თუმცა კიბეები, სადაც მაკგონაგელი ბავშვებს ხვდება, ნამდვილ კოლეჯშია.

ალნვიკის ციხესიმაგრე (Alnwick Castle) – პირველი გაკვეთილი ცოცხით ფრენაში

სწორედ ამ ციხესიმაგრის ეზოში ასწავლიდა მადამ ჰუჩი ჰარის და მის მეგობრებს ფრენას, ბავშვებს ძალიან უჭირდათ ცოცხებზე ჯდომა და ჩიოდნენ, რომ ველოსიპედის სავარძლებისგან განსხვავებით, ცოცხები ძალიან არაკომფორტული და მტკივნეული იყო. ამიტომ, რეკვიზიტორებმა გააკეთეს სპეციალური ჩამოსხმები მსახიობების სხეულის ფორმების მიხედვით, რათა ცოცხზე ჯდომა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ. მიუხედავად ამისა, მსახიობები იხსენებენ, რომ ეს სცენები ფიზიკურად ყველაზე დამღლელი იყო.

ბიუჯეტი და მარშრუტი:

• შესვლა: ოქსფორდის კოლეჯში ტური 16–18£. გლენფინანის ხიდი – უფასო. გლოსტერის კათედრალი – შესვლა უფასოა (შემოწირულობა 5£). ალნვიკის ციხესიმაგრე 18-20£ (ზამთარში დაკეტილია).

• როგორ მივიდეთ: თბილისი/ქუთაისი – ლონდონი (ვიზა საჭიროა). ლონდონიდან ოქსფორდამდე მატარებლით 1 საათი – 30£, გლაზგოდან გლენფინანამდე – 4 საათი. ლონდონიდან გლოსტერამდე მატარებლით 2 საათი. ალნვიკი შოტლანდიის საზღვართან ახლოსაა, ნიუკასლიდან ავტობუსით 1 საათი.

თუ ფენტეზის მოყვარული ხარ გირჩევთ თქვენი მოგზაურობა ისე დაგეგმოთ რომ რომელიმე ადგილს  აუცილებლად ეწვიოთ და მიიღოთ ის ემოცია რომელსაც Set-jetting ეწოდება და დაუვიწყარ განცდებს ტოვებს.

სწორი გადაწყვეტილების მისაღებად კი აქვე რამდენიმე პატარა რჩევაც:

  1. მისტიკა და ადრენალინი – აირჩიეთ ლიეტუვა (Stranger Things).
  2. ეპიკური ფენტეზი – აირჩიეთ ესპანეთი (Game of Thrones).
  3. ბნელი ზღაპარი – აირჩიეთ პოლონეთი (The Witcher).

სამივე მიმართულებით Wizz Air დაფრინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთზე დაზოგილი თანხა შეგიძლიათ ჯადოსნურ სუვენირებში, ლოკალურ ტურსა თუ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებში დახარჯოთ.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ გავხადოთ ფრენა კომფორტული? აუცილებელი ნივთები მგზავრობისთვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments