აეროფობია ბუნებრივი მოვლენაა და ის ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ არის განუკურნებელი მდგომარეობა და მისი დაძლევა თავისუფლად შეიძლება.
თუ გეშინიათ თვითმფრინავით მგზავრობის და ფრენის, ან თქვენი ახლობელი ადამიანი ვერ ძლევს ამ შიშს, ეს სტატა თქვენთვისაა. ამ ბლოგში, თქვენ წაიკითხვთ პროფესიონალი ფსიქოლოგების 5 რჩევას, რომლებიც დაგემარებათ ფრენისას სტრესისა და პანიკური შიშის დამარცხებაში.
ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ აეროფობისს გამო ვერ მოგზაურობს, ვერ ნახულობს მისთვის საყვარელ და საოცნებო ადგილებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ გაითვალისწინოთ ფსიქოლოგების რჩევები და ტრიუმფალურად გაიმარჯვოთ შიშზე. მაგალითად, თუ თქვენი ოცნებაა ჩინეთის კედლის მოახულება და აქამდე ამ ოცნებას ვერ ისრულებდით, აეროფობიის დამარცხების შემდეგ, თბილისი პეკინი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ Avia.ge-ზე სულ რამდენიმე წამში და აიხდინოთ ნანატრი სურვილი.
რა არის აეროფობია და რატომ გვეშინია ფრენის?
აეროფობია – თვითმფრინავით ან სხვა სახის საშუალებით ფრენის შიში. აგრეთვე შეიძლება განიხილოს, როგორ ჰაერისა და გამჭოლი ქარის ფობია. აეროფობიით შეპყრობილი ხალხი თავს არიდებს ფრენას. ფრენის ხსენებისას მათ შეიძლება პანიკური შეტევაც კი დაეწყოთ.
გამომწვევი მიზეზები
- კლაუსტროფობია – ჩაკეტილი სივრცის სიში
- აკროფობია – სიმაღლის შიში
- აგოროფობია – პანიკური შეტევის შიში
- ტურბულენტობის შიში
- წყლის თავზე ან ღამე ფრენის შიში
რატომ არის თვითმფრინავი ყელაზე უსაფრთხო ტრანსპორტი?
- შანსები 1:11 მილიონთან – საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მონაცემებით, თვითმფრინავის კატასტროფაში მოხვედრის ალბათობა დაალოებით ერთია – 11 000 000-დან.
- ყველაზე უსაფრთხო წლები – ბოლო ავიაციის ისტორიის დეკადა, ყველაზე უსაფრთხო წლად ითვლება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ფრენების რაოდენობა იზრდება და ინცინდენტების რიცხვი იკლებს.
- ორმაგი დაზღვევა – თვითმფრინავის ყველა სისტემა დუბლირებულია. ერთი თუ მწყობრიდან გამოვა, მეორე დაიწყებს მუშაობას.
- მკაცრი კონტროლი – ყოველი ფრენის წინ ხომალდი გადის დეტალურ ტექნიკურ შემოწმებას. რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, ამგვარი ტესტირების შემდეგ.
ფსიქოლოგის 5 რჩევა ფრენის წინ და ფრენის დროს
- ცოდნა ძალაა – საინფორმაციო თერაპია
ფსიქოლოგები ყველას გვირჩევენ, რომ კარგად გავერკვეთ ფრენის ტექნიკურ მხარეში. შიში ძალიან ხშირად გაურკვევლობისგან მოდის. ჩვენ გვეშინია იმის, რაც არ ვიცით, შეუცნობელია და გარკვეულ წარმოდენებს ვიქმნით წინასწარ. ასევეა ფრენაზეც, მგზავრებს არ აქვთ გააზრებული თუ რამდენად უსაფრთხოა ფრენა მაგალითად, მანქანასთან შედარებით.
ტურბულენტობა არ არის საფრთხე, არამედ ეს არის გზის უსწორმასწორობა ჰაერში, რაც ისეთივე ბუნებრივია, როგორც მანქანის შერყევა გზაზე.
ტურბულენტობის დროს, თვითმფრინავი ვერ ჩამოვარდება. უნდა წარმოიდგინოთ, რომ თითქოს ჟელეში ხართ და ირყევით.
- 5-4-3-2-1 ტექნიკა (დამიწება)
ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური მეთოდი პანიკური შეტევის დროს. როდესაც მგზავრი შფოთავს, მან უნდა იპოვოს გარშემო:
- 5 საგანი, რომელსაც ხედავს
- 4 საგანი, რომელსაც ეხება
- 3 ბგერა, რომელიც ესმის
- 2 სუნი, რომელსაც გრძნობ
- 1 გემო (მაგალითად: საღეჭი რეზინი)
- მართეთ სუნთქვა (კვადრატული სუნთქვა)
შფოთვისას სუნთქვა ხშირდება, რაც ტვინს სიგნალს აძლევს, რომ საფრთხეში ვართ.
ტექნიკა: ჩაისუნთქეთ ოთხი წამის განმავლობაში, შეიკავეთ 4 წამი, ამოისუბთქეთ 4 წამი და ისევ გაჩერდით 4 წამი. ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ადამიანებს დაწყნარებაში.
- ნუ ეცდებით შიშის სრულ ბლოკირებას
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტად ვებრძვით შიშს, მით მეტად იზრდება ის.
რჩევაა, აღიაროთ – „დიახ, ახლა მეშინია და ეს სრულიად ნორმალურია!“ მიეცით თავს უფლება, იყოთ შეშინებული. მაგრამ ნუ მისცემთ შიშს მოქმედების საშუალებას.
- ყურადღების გადატანის სტრატეგია
ტვინი ვერ კონცენტრირდება ორ რამეზე ერთდროულად, შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტია, თუ ყურადღებას სხვა საკითხზე გადაიტანთ (მაგალითად: ფილმზე ან გვერდით მჯდომ ადამიანთან საუბარზე).
გირჩევთ, გონების რთული ამოცანებით ან აუდიოწიგნებით დატკბეთ.
რა არ უნდა გააკეთოთ ფრენისას
- მოერიდეთ კოფეინს – ყავა, ენერგეტიკული სასმელები. კოფეინი სტიმულატორია. აჩქარებ გულისცეას და შესაბამისად, რაც უფრო მეტად აქარებულია გული, ტვინს უფრო მეტად აწვდით საფრთხის სიგნალს.
- ალკოჰოლი – ალკოჰოლი გამოსავალი არ არის! ბევრს გონია, რომ დაამშვიდბს. თუმცა, ის ჰაერში სხვაგვარად მოქმედებს. შეიძლება მან ძილის დარღვევა და თავბრუსხვევა გამოიწვიოს.
- ილუმინატორში ყურება – ნუ ეცდებით ჰორიზონტის დაჭერას. თუ სიმაღლის გეშინიათ, შეიძლება ვესტიბულური აპარატი გააღიზიანოთ და გულისრევის მიზეზი გახდეს.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრენის შიშის დაძლევა ჰორიზონტებს გიხსნით და საშუალებას გაძლევთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვდეთ. გრძელ დისტანციებზე ფრენა თანამედროვე, კომფორტული ლაინერებით სრულდება, სადაც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებია. შეგიძლიათ, თავისუფლად შეიძინოთ: თბილისი ტოკიო ავიაბილეთები და მოინახულოთ მადრიდი. ასე, რომ აეროფობიის ადგილი თვითმფრინავში არ არის!
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დაგვირეკე: 551 907 907









