გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი 1993 წელს დაარსდა, ხოლო ოპერირება 1994 წლიდან დაიწყო. მისი მთავარი ბაზა დიუსელდორფის აეროპორტშია. Eurowings-ი “Lufthansa Group”-ის შვილობილი ავიაკომპანიაა.
ავიაკომპანია Eurowings -ი ფრენების უმეტეს ნაწილს ევროპის შიგნით ასრულებს, თუმცა საერთაშორისო მიმართულებებსაც გვთავაზობს. დღეისათვის ეუროვინგსი 50 ქვეყენაში, 210 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს.
ამსტერდამი, ბარსელონა, ბარი, ბაზელი, ბერლინი, ბილბაო, ბრიუსელი, ბუქარესტი, კატოვიცე, ბირმინგემი, ჟენევა, გოტენბურგი, ჰამბურგი, ედინბურგი- ავიაკომპანიის მიმართულებების მცირე ჩამონათვალია.
რაც შეეხება ინტერკონტინენტურ ფრენებს, ესენია: დუბაი, ბანგკოკი, კარიბის კუნძულები, ვარადერო(კუბა) და სხვ.
მიმართულებების რაოდენობისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, ეუროვინგს არამარტო გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანიად არის მიჩნეული. ევროპაში კი მიმართულებების რაოდენობით მე-3 ადგილზეა. 2017 წელს ის გერმანიის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.
2018 წელს ავიაკომპანია 40 მილიონ მგზავრს მოემსახურა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 9 000 თანამშრომელს ითვლის.
რაც შეეხება ფლოტს, ის 139 საჰაერო ხომალდისგან შედგება. აქვე გაგაცნობთ საჰაერო ხომალდების ტიპს: Airbus A330, A321, A320, A319, Boeing 737 და Bombardier Dash 8-Q400.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია ეუროვინგსი საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის. გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია 21 ივლისიდან განახორციელებს ფრენებს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე.










[…] (Georgian Airways), დამამი (Flynas), დიუსელდროფი (Eurowings), დუბაი (FlyDubai), დოჰა (Qatar Airways), ერევანი (Armenia), […]