გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Eurowings” , რომელიც საქართველოს საავიცაიო ბაზარს 2021 წელს შემოუერთდა, ფრენებს ანახლებს. კერძოდ, ავიაკომპანია დიუსელდროფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე 17 აპრილიდან განაახლებს ოპერირებას.

Eurowings -ი 17 აპრილიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო 5 მაისიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში კი კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. შესაბამისად, ამ პერიოდში Eurowings-ი დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს ფრენებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია 19 ივლისიდან გერმანიის კიდევ ერთი ქალაქის, შტუტგარდის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. შტუტგარდი – თბილისი – შტუტგარდის საჰაერო ხაზზე Eurowings – ი კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის თურქული ავიაკომპანიები ფრენების სიხშირეებს ზრდიან
შემდეგი სტატიაQatar Airways – ი თბილისსა და დოჰას შორის ფრენების სიხშირეს ზრდის
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments