ევროკავშირი 2025 წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრება იგეგმება, რაც ბრიუსელს უვიზო რეჟიმის დროებით ან სრულად გაუქმებას გაუადვილებს. ეს ცვლილებები შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

ევროპარლამენტმა უკვე მიიღო მოლაპარაკებების მანდატი, ხოლო ევროკავშირის სამ ინსტიტუტს შორის პირველი განხილვა უკვე გაიმართა. შეთანხმების მიღწევა ივნისამდეა დაგეგმილი, ხოლო ახალ კანონმდებლობას შესაძლოა უკვე შემოდგომაზე მიეცეს ძალა.

ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესების გამკაცრებაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ თავისი პოზიცია მაშინვე დააფიქსირა, პროცესი ევროპარლამენტის არჩევნების გამო შეჩერდა. ახლა კი მოლაპარაკებები განახლდა – შესაბამისი მანდატი ევროპარლამენტმა ახლახან გასცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში 2017 წელს ამოქმედდა და ითვალისწინებს მაქსიმუმ 90-დღიან დარჩენას 180 დღის განმავლობაში. უვიზოდ მიმოსვლა ან გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს 26 ქვეყანაში შეუძლიათ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა7 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 682 -დან
ათენი30 აპრილი 20277 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
ბარსელონა21 მარტი 202728 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 402 -დან
ბერლინი24 მაისი 202627 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 448 -დან
ბრიუსელი7 ივნისი 202614 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 501 -დან
ბრატისლავა13 დეკემბერი 202617 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 228 -დან

რა იცვლება?

ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ოთხ ახალ საფუძველს ამატებს:

  1. ქვეყანა უვიზოდ უშვებს იმ ქვეყნებს, რომლების მეშვეობით მიგრანტები ევროკავშირში შედიან (როგორიც იყო სერბეთის შემთხვევა);
  2. ქვეყანა მიგრანტების ევროკავშირის საზღვრებთან მიზანმიმართულად გადაგზავნას იყენებს (ე.წ. ჰიბრიდული საფრთხე);
  3. მოქალაქეობას ყიდის უცხოელებზე;
  4. სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.

ეს ცვლილებები ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის უფრო მარტივად შეჩერის შესაძლებლობას აძლევს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა
შემდეგი სტატიამხოლოდ 22 და 23 აპრილს, მიიღე 15%-მდე ფასდაკლება Wizz Air -ის ავიაბილეთებზე!
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments