ევროპის მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ მექანიზმის განახლებაზე, რომელიც ევროკავშირს აძლევს უფლებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიზის გარეშე მოგზაურობენ შენგენის ზონაში. როგორც აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში, ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირმა თავიდან აირიდოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება და დაიცვას თავისი ინტერესები.

„უვიზო რეჟიმი სასარგებლოა როგორც ევროკავშირის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა თუ ეს უპირატესობა გამოიყენება არაკანონიერად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ეფექტური ბერკეტები რეაგირებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს ზეწოლა მოახდინოს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ თანამშრომლობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პროცესში,“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან ევროპაში

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი2 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
ბარსელონა10 დეკემბერი 202517 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 469 -დან
ბერლინი8 მარტი 202615 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 293 -დან
ბრიუსელი21 დეკემბერი 202528 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 677 -დან
ბუდაპეშტი15 იანვარი 202629 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 229 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 198 -დან
მემინგენი20 დეკემბერი 202510 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 342 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 215 -დან
ჰამბურგი23 დეკემბერი 202520 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
კატოვიცა13 დეკემბერი 20256 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 232 -დან

 

განახლებულ შეთანხმებაში განსაზღვრულია შემთხვევები, როცა ევროკავშირი შეძლებს დროებით შეაჩეროს უვიზოდ მიმოსვლა:

  • როცა ქვეყნის უვიზო რეჟიმი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სავიზო წესებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციის გაზრდა ახლომდებარე სხვა ქვეყნებიდან;
  • როცა მოქმედებს ე.წ. „ოქროს პასპორტების“ სისტემა – მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების საფუძველზე იმ პირებისთვის, ვისაც ფაქტობრივი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ქვეყანასთან;
  • როდესაც არსებობს უსაფრთხოების რისკები – მათ შორის დოკუმენტაციის დაცვის სუსტ მხარეებთან ან ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით;
  • ევროკავშირსა და კონკრეტულ მესამე ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებისას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას ან გაეროს წესდების სერიოზულ უგულებელყოფას.

ეღნიშნული ახალი პირობები დაემატება უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნების მკვეთრი ზრდა დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან, ან იმ შემთხვევების მომრავლება, როდესაც ვიზის გარეშე ჩასული პირები ევროკავშირის ტერიტორიაზე წესების დარღვევით რჩებიან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიQatar Airways 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა
შემდეგი სტატიაWizz Air 15%-მდე ფასდაკლების აქციას გვთავაზობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments