ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება, ერთი თვით გადაიდო. შეფერხების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალი გრაფიკის მიხედვით, EES (შესვლის/გასვლის სისტემა) 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

ადრე აეროპორტები აცხადებდნენ, რომ ჯერ არ იყვნენ მზად ახალი სისტემის დასანერგად. ასევე, ზოგიერთ ქვეყანას არ დაუსრულებია ყველა მოსამზადებელი ეტაპი. ახალი სისტემის დანერგვას ევროკავშირი 2021 წლიდან აპირებდა. გაშვების თარიღმა მოგვიანებით 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გადაინაცვლა, ეხლა კი ირკვევა, რომ ის 10 ნოემბრიდან ამოქმედდება.

EES -ის დანერგვის შემდეგ, ევროკავშირის გარედან ყველა მოგზაურს სისტემაში დარეგისტრირება მოეთხოვება. ახალი სისტემა პასპორტში შტამპებსაც ჩაანაცვლებს. ევროკავშირის გამშვებ პუნქტზე მოგზაურებმა უნდა წარადგინონ პასპორტის დეტალები, დატოვონ თითების ანაბეჭდები და გადაიღონ ფოტო. მონაცემები სისტემაში შეინახება 3 წლის ვადით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 300 -დან
Almaty27 November 202611 December 2026Air Astanaავიაბილეთები 1 120 -დან
Amsterdam14 November 202616 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 046 -დან
Ankara10 October 202628 October 2026Ajetავიაბილეთები 362 -დან
Athens19 November 202626 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 375 -დან
Abu Dhabi10 September 202626 September 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 808 -დან
Antalya10 September 202616 October 2026SunExpressავიაბილეთები 412 -დან
Manama26 September 20263 October 2026Gulf Airავიაბილეთები 2 068 -დან
Baku20 September 20264 October 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 686 -დან
Belgrade1 November 202617 November 2026Air Serbiaავიაბილეთები 721 -დან

 

EES არის ავტომატური სისტემა, რომელსაც ევროკავშირი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის ავტომატური მონიტორინგისთვის გამოიყენებს. სისტემა გამიზნულია პასპორტის ბეჭდის ჩანაცვლებისთვის. EES ეფუძნება ევროკავშირის 2017/2226 რეგულაციას.

სისტემა ნაცნობი იქნება მათთვის, ვინც მიჩვეულა აეროპორტის ბიომეტრიული სკანერების გამოყენებას. ახლა ოფიციალური პირები ძირითადად ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა თქვენს პასპორტის ფოტო თქვენს სახეს, მაგრამ EES ტექნიკა ასევე ამოწმებს, რა ვადით გაქვთ უფლება დარჩეთ ევროკავშირში.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანიები და აეროპორტები შეფერხებით მუშაობენ
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოებია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted