Edelweiss Air არის შვეიცარიული ავიაკომპანია, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ტურისთული მიმართულებებით, რაც მას მოთხოვნად კომპანიად აქცევს როგორც დამსვენებლებში, ასევე ბიზნეს-კლიენტებში. კომპანია დაფუძნებულია ციურიხში და წარმოდგენილია Lufthansa Group-ის წევრი ავიაკომპანიების ჩამონათვალში, რაც მის სანდოობასა და ხარისხს კიდევ უფრო ამყარებს.

edelweiss georgiaEdelweiss Air დაარსდა 1995 წელს და თავდაპირველად მცირე, რეგიონალურ ავიაკომპანიას წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანი შვეიცარიის ტურისტული ბაზრის მომსახურება იყო. ავიაკომპანიის სახელი შვეიცარიის ეროვნული ყვავილის, Edelweiss-ისგან მომდინარეობს, რომელიც სიმტკიცისა და სილამაზის სიმბოლოა. ეს სახელწოდება ძალიან კარგად მოერგო ბრენდს, რადგან Edelweiss Air -მა შეძლო წარმოედგინა როგორც საიმედო და ესთეტიკურად მიმზიდველი ავიაკომპანია, რომელიც მომხმარებელს კომფორტსა და სასიამოვნო ფრენას სთავაზობს.

კომპანიის დაარსების მომენტიდან, Edelweiss Air-მა აირჩია ნიშური პოზიციონირება და გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული ტურისტულ ბაზარზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი ძირითადი ფრენები ისეთ მიმართულებებზე იყო გათვლილი, სადაც ტურისტები ხშირად მოგზაურობენ. 2008 წელს, Edelweiss Air შეუერთდა Lufthansa Group-ს და უფრო მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა SWISS International Airlines-თან, რამაც კომპანიას მისცა საშუალება გაეფართოვებინა თავისი მიმართულებების სპექტრი და გაეუმჯობესებინა სერვისები.

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს Edelweiss Air ?

Edelweiss Air-ის მიმართულებები მოიცავს 90-ზე მეტ ტურისტულ ლოკაციას მსოფლიოს გარშემო. ძირითადი მიმართულებები მოიცავს ევროპის ქვეყნებს, ჩრდილოეთ ამერიკას, კარიბის ზღვას, აფრიკას, აზიას და შუა აღმოსავლეთს. მიმართულებების სიის გაფართოება უზრუნველყოფს, რომ Edelweiss Air-მა იპოვოს თავისი ადგილი გლობალურ ტურისტულ ბაზარზე და დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები მრავალფეროვანი მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს ცნობილი გახდა ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე .

საქართველო Edelweiss -ის მიერ გამოყოფილ მიმართულებებში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, ხოლო სხვა ევროპული ქვეყნებიდან კი გამარტივებული ავიამიმოსვლა. პირდაპირი რეგულარული ფრენები 2025 წლის აპრილიდან, თბილისი ციურიხი ციურიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე დაიწყება.

თბილისის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახდა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიით, ბუნებითა და კულტურით არიან დაინტერესებულნი.

თბილისი ციურიხი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 სექტემბერი 202521 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაSun Expressავიაბილეთები 937 -დან
21 სექტემბერი 202521 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 337 -დან
22 სექტემბერი 202526 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 889 -დან
23 სექტემბერი 202526 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 725 -დან
26 სექტემბერი 202528 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 822 -დან
30 სექტემბერი 20251 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 757 -დან
1 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 706 -დან
2 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 694 -დან
4 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 690 -დან
5 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 817 -დან
10 ოქტომბერი 202510 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 991 -დან
11 ოქტომბერი 202518 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 938 -დან
12 ოქტომბერი 202516 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 874 -დან
26 ოქტომბერი 202510 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 816 -დან
27 ოქტომბერი 202510 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 665 -დან
29 ოქტომბერი 20256 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 775 -დან
30 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 732 -დან
31 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 857 -დან
4 ნოემბერი 20259 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 617 -დან
5 ნოემბერი 202510 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 602 -დან
28 დეკემბერი 20258 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 790 -დან
29 დეკემბერი 202516 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 797 -დან
30 დეკემბერი 202516 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 791 -დან
31 დეკემბერი 202516 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 791 -დან
1 იანვარი 202616 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 893 -დან
2 იანვარი 202611 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 012 -დან
21 იანვარი 202612 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 786 -დან

 

დღეს Edelweiss Air -ს საკმაოდ მრავალფეროვანი და თანამედროვე ავიაპარკი აქვს, რაც უზრუნველყოფს მისი ფრენების საიმედოობასა და კომფორტს. კომპანიის ავიაპარკში შედის Airbus A320 და A340 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია მოკლე, საშუალო და გრძელ დისტანციებზე ფრენებისთვის. თითოეული თვითმფრინავი აღჭურვილია კომფორტული სავარძლებით და მაღალი ხარისხის ავიატექნოლოგიებით, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილებa მაქსიმალურად კარგი იყოს.

სერვისები და კომფორტი

edelweiss airEdelweiss განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის კომფორტს და სერვისების ხარისხს. კომპანიის თითოეულ თვითმფრინავში არსებობს რამდენიმე კლასის სავარძლები, მათ შორის არის ეკონომ კლასის კომფორტული ვარიანტი, რომელიც უფრო მეტი ადგილისა და კომფორტს უზრუნველყოფს სტანდარტულ ეკონომ კლასთან შედარებით. ბიზნეს კლასის მგზავრებს კი აქვთ უფრო მეტი სივრცე, მაღალი ხარისხის კვების სერვისი და დამატებითი კომფორტის ელემენტები, როგორიცაა დასაწოლი სავარძლები.

მგზავრებს აქვთ საშუალება ისარგებლონ გემრიელი კერძებით, რომლებიც შვეიცარიულ კულინარიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. ბორტზე არსებული გასართობი სისტემაც გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, გაატარონ დრო კომფორტულად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვას და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის აღებას. Edelweiss Air ახორციელებს „მწვანე“ ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს საწვავის ეკონომიურ გამოყენებას, ნარჩენების შემცირებას და ახალი, უფრო ეფექტური თვითმფრინავების დამატებას.

Edelweiss Air -ს აქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს ბაზრის გაფართოებას და უფრო მეტი მომხმარებლის მიზიდვას. ავიაკომპანია განაგრძობს თავისი მიმართულებების გაფართოებას. ედელვაის მუდმივად სწავლობს ახალ მიმართულებებს, ბაზრის მოთხოვნილებებს და ცდილობს, გააუმჯობესოს ფრენების სიხშირე პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, მათ შორის საქართველოშიც.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

ხელბარგი:

  • ეკონომკლასის მგზავრებს უფლება აქვთ წამოიღონ 1 ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს. ზომები კი არ უნდა იყოს 55 x 40 x 23 სმ-ზე მეტი.
  • ბიზნესკლასის მგზავრებს ნებადართული აქვთ 2 ერთეული ხელბარგი, თითოეული მაქსიმუმ 8 კგ-მდე, იგივე ზომებით.

ჩსაბარებელი ბარგი:

  • ეკონომკლასში : 1 ერთეული 23 კგ-მდე ბარგი.
  • ეკონომპრემიუმ კლასში: 2 ერთეული ბარგი, თითო 23 კგ-მდე.
  • ბიზნესკლასში: 2 ერთეული ბარგი, თითო 32 კგ-მდე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ: 

Edelweiss Air მგზავრებს რეგისტრაციისთვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, რათა მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.

ონლაინ რეგისტრაცია

ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ფრენის გამგზავრებამდე 23 საათით ადრე. რეგისტრაცია იხურება ფრენის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

აეროპორტის რეგისტრაცია

რეგისტრაცია, როგორც წესი, გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე იწყება და იხურება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.

კიოსკის რეგისტრაცია

ზოგიერთ აეროპორტში Edelweiss Air მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ თვითმომსახურების კიოსკით, სადაც რეგისტრაციის სწრაფად გავლა და ბილეთის ამობეჭდვაა შესაძლებელი.

შეიძინე Edelweiss Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ციურიხში პირდაპირი ფრენები იწყება
შემდეგი სტატიაArmenian Airlines საახალწლო პერიოდში ერევანსა და ბათუმს შორის გეგმავს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნიკა
6 months ago

კარგი ავიაკოპანია

თბილისის აეროპორტში ოპერირება Edelweiss-მა და Transavia France-მა დაიწყო
30 days ago

[…] ავიაკომპანია Edelweiss -მა და ფრანგულმა დაბალბიუჯეტურმა […]