2025 წლის გაზაფხული განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საქართველოს ავიაციისთვის – ქვეყნის ავიაბაზარზე ბრიტანული დაბალბიუჯეტური გიგანტი easyJet შემოვიდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთდროულად სამ ევროპულ მიმართულებაზე – ჟენევა, ლონდონი და მილანი – შემოგვთავაზა რეგულარული ფრენები.
ავიაკომპანია easyJet georgia –მა პირველი პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით გუშინ ღამით, ჟენევადან შეასრულა. ხოლო დღეიდან კი, 1-ელი მარტიდან ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.
easyJet ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ჟენევა | 14 აპრილი 2025 | 24 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 414 -დან |
ლონდონი | 10 ივნისი 2025 | 17 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 545 -დან |
მილანი | 18 ოქტომბერი 2025 | 25 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 536 -დან |
easyJet-მა 31 მარტს პირველად შეასრულა პირდაპირი რეისი ჟენევიდან თბილისში და ჩამოიყვანა 147 მგზავრი. ამით დაადასტურა იმ დიდი ინტერესის არსებობა, რომელიც შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებობს. როგორც ცნობილია, ჟენევიდან ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო 1 აპრილიდან კომპანია დაიწყებს პირდაპირ რეისებს ლონდონის ლუტონის და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც, ასევე კვირაში ორჯერ თითოეულზე – რაც ჯამში კვირაში 6 რეგულარულ ფრენას ნიშნავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, easyJet-ის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ისტორიულ მოვლენად შეაფასა, რაც დიდწილად ქვეყნის წარმატებულ საავიაციო პოლიტიკასა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიას უკავშირდება. მისი თქმით, პირველივე რეისის სრული, თითქმის 100% -იანი დატვირთვა ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის დონე იზრდება.
ანალოგიურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა აღნიშნა, რომ easyJet-ის ერთდროული ოპერირება სამ სტრატეგიულ ევროპულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმზე. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ შვეიცარიის მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
easyJet-ის საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი– ს სამთავრობო ტერმინალში გაიმართა ოფიციალური მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიდ ბრიტანეთში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები, TAV Georgia-ს მენეჯმენტი და თავად easyJet-ის წარმომადგენლები. მიღება სიმბოლურად აღნიშნავდა ახალი პარტნიორობის დაწყებას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო განავითარებს ავიაგადაზიდვებსა და ტურიზმს.
easyJet-ი 29 წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა. იგი 35 ქვეყნის 1000-ზე მეტ მიმართულებას უკავშირდება, რაც მას ბაზრის მიხედვით მე-11 ყველაზე დიდ ავიაკომპანიად აქცევს მსოფლიოში. easyJet-ის ძლიერი ქსელი და ხელმისაწვდომი ფასები საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იაფად და კომფორტულად იმოგზაურონ ევროპაში, ხოლო ქვეყნისთვის ეს ნიშნავს გაზრდილ ტურისტულ ნაკადსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907