ევროპაში მოგზაურობის მოყვარულთათვის და განსაკუთრებით ქართველი მგზავრებისთვის, რომლებიც  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ფრენებით ხშირად სარგებლობენ, ხელბარგის პოლიტიკა ყოველთვის აქტუალურია. ავიაკომპანია easyJet-ის გენერალურმა დირექტორმა, კენტონ ჯარვისმა,  ევროკავშირის ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა, ინიციატივა ხელბარგის უფასო გადატანის ერთიანი სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზნად. ჯარვისმა ამ ყველაფერს  „გიჟური იდეა“ უწოდა.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი15 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 103 -დან
პოზნანი12 მარტი 202619 მარტი 2026ავიაბილეთები 110 -დან
ლარნაკა6 მარტი 202613 მარტი 2026ავიაბილეთები 112 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027ავიაბილეთები 154 -დან
ჰამბურგი2 მაისი 202616 მაისი 2026ავიაბილეთები 155 -დან
ლიონი21 მაისი 202628 მაისი 2026ავიაბილეთები 168 -დან
ბრატისლავა20 მარტი 202622 აპრილი 2026ავიაბილეთები 176 -დან

რა ხდება და რატომ აღშფოთდა ავიაკომპანია

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგულაციას, რომელიც მგზავრებს უფლებას აძლევს, სავარძლის ქვეშ მოთავსებულ პირად ნივთთან (მაგალითად, ზურგჩანთა ან ხელჩანთა) ერთად, ბორტზე მცირე ზომის ჩანთა დამატებითი საფასურის გარეშე აიტანონ. ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს აეკრძალებათ დამატებითი გადასახადის დაწესება იმაზე, რაც ისედაც მგზავრის საკუთრებაა.

თუმცა, easyJet-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკოსების მხრიდან რეალობის არცოდნას მოწმობს. მისი არგუმენტი მარტივია: თვითმფრინავების სალონებში საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ ყველა მგზავრმა დამატებითი ბარგი განათავსოს, ფიზიკურად არ არის.

ფინანსური და ლოგისტიკური შედეგები

ჯარვისი განმარტავს, რომ ამ რეგულაციას სერიოზული ფინანსური და ლოგისტიკური შედეგები მოჰყვება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ჯიბეზე აისახება:

ავიაკომპანია

  1. ავიაბილეთების გაძვირება: ვინაიდან ბარგის საფასური easyJet-ის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ამ ნაკადის დაკარგვა გადამყვანს აიძულებს, ავიაბილეთების საბაზისო ფასები ყველა მომხმარებლისთვის გაზარდოს. ეს კი  დაბალბიუჯეტიანი ფრენების (Low-cost) არსებულ მოდელს ფუნდამენტურად დააზიანებს.
  2. რეისების დაგვიანება: სალონში ბარგის გადაჭარბებული რაოდენობა ჩასხდომის (Boarding) პროცესის შეფერხებას გამოიწვევს. მგზავრები თავისუფალი ადგილის ძებნაში  დიდ დროს დახარჯავენ, რაც რეისების დაგვიანებას გამოიწვევს, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ფინანსურად ისევ ავიაკომპანიაზე აისახება, რადგან დაგვიანებულ რეისებზე მათ ფრენის კომპენსაცია ეკისრებათ, რაც მათთვის არახელსაყრელია

რას ნიშნავს ეს ქართველი მგზავრებისთვის

ქართველი მოგზაურებისთვის, რომლებიც მხოლოდ ზურგჩანთით ფრენას მიჩვეულები არიან, ეს სიახლე ორმხრივია. ერთის მხრივ, უფასო ჩანთა მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ, ავიაკომპანიების გაფრთხილება რეალურია – უფასო დამატებითი ბარგი შესაძლოა ავიაბილეთის გაძვირებით გადავიხადოთ.

easyJet-ის მტკიცებით, არსებული სისტემა, სადაც მგზავრები მხოლოდ რეალურად საჭირო სერვისებში იხდიან, მომხმარებლისთვის გაცილებით მომგებიანი და სამართლიანია. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ჩარევა ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და ავიაკომპანიებს ბიზნეს მოდელის შეცვლას აიძულებს.

დებატები გრძელდება და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, რამდენად მკაცრად გატარდება ევროკავშირის ახალი წესები და როგორ უპასუხებენ მას დაბალბიუჯეტიანი ავიაგიგანტები.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფრენა თუ მატარებელი, რომელი სჯობს ევროპაში გადასაადგილებლად
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments