არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია – დუბაი. სულ რაღაც 30 წელიწადში, მეთევზეების სოფელი, ერთ-ერთ პოპულარულ და ფუფუნებასთან ასოცირებულ ქალაქად გადაიქცა. დუბაი განსაკუთრებულია ყველაზე მაღალი შენობებითა და ხელოვნურად შექმნილი კუნძულებით.

ქუთაისიდან დუბაიში მოხვედრა ავიაკომპანია Flydubai-ის მეშვეობით შეგიძლიათ. რეისები კვირაში სამჯერ სრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დუბაის მიმართულებით, ნოემბრის თვეში ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 500 ლარიდან იწყება. ფრენებს აქაც ავიაკომპანია flydubai ანხორციელებს და ფასში შედის 20 კილომდე ბარგი. რეისი პირდაპირია და სულ რაღაც სამ საათში დუბაის აეროპორტში მოხვდებით.

თბილისი დუბაი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
27 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 812 -დან
29 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 830 -დან
15 მაისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 862 -დან
17 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 896 -დან
29 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 916 -დან
14 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 917 -დან
29 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 918 -დან
15 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 933 -დან
14 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 935 -დან
6 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 936 -დან
14 მაისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 939 -დან
23 მაისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 940 -დან
28 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 945 -დან
28 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 946 -დან
26 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 949 -დან
26 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 950 -დან
28 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 950 -დან
17 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 952 -დან
17 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 952 -დან
28 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 953 -დან
14 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 954 -დან
14 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 954 -დან
13 მაისი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 957 -დან
10 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 957 -დან
7 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 957 -დან
8 მაისი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 958 -დან
16 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 959 -დან
7 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 960 -დან
30 მაისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 961 -დან
17 მაისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 961 -დან

შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რეისებითაც, რომლის ავიაბილეთების ფასი 400-იდან 900 ლარამდე მერყეობს.

იაფ ავიაბილეთებს ავიაკომპანია Azal-იც გთავაზობთ, ორმხრივი გზა 600 ლარი ჯდება. ამ შემთხვევაში ერთი გადაჯდომა ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ. დუბაიში ჩასაფრენად დაახლოებით 10 საათია საჭირო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს Turkish Airlines-ი ასრულებს და ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, ორმხრივი ავიაბილეთების ფასი 900 ლარიდან იწყება. რეისები არ არის პირდაპირი, გადაჯდომა სტამბულის აეროპორტში ხორციელდება.

დუბაიში ორი საერთაშორისო აეროპორტი მოქმედებს და მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიოს სამ უდიდეს აეროპორტთა რიცხვში შედის.

ნოემბრისა და დეკემბრის თვეში სასტუმროების დაჯავშნაც იაფად შეგიძლიათ. ხუთი ღამის ფასი ერთ ადამიანზე 600 ლარიდან იწყება. ისეთი ცნობილი სასტუმრო როგორიცაა Holiday Inn, გთავაზობთ 750 ლარად ოთხ ღამეს და ამ ფასში შედის საუზმეც.

დუბაიში შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე მაღალი შენობა – Burj Khalifa-ს სასტუმრო, რომელიც 828 მეტრია. სასტუმროს 124-ე სართულზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი, რომელიც ღრუბლებიდან გადმოჰყურებს ქალაქს. Burj Khalifa-ს შენობაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია განთავსებული და 1200-მდე მაღაზიაა წარმოდგენილი.

შუადღის საათებში შეგიძლიათ დუბაის შადრევნების შოუს დაესწროთ, რომელიც 13:00 საათზე იწყება და გამორჩეულია იმით რომ წყლის ნაკადი 150-მეტრს აღწევს.

ქალაქის ცენტრში Burj Khalifa-სთან ახლოს მდებარეობს ცნობილი ოპერის შენობაც, რომლის არქიტექტორმა ინსპირაცია არაბული ხომალდებიდან მიიღო და მაქსიმალურად მიამსგავსა.

დუბაიში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აქლემის ხორცი, რომელიც ერთ-ერთ მდიდრულ სადღესასწაულო კერძადაა მიჩნეული. მეჰალიბია ადგილობრივი პუდინგია, რომლითაც თითქმის ყველა რესტორანი თუ კაფე გაგიმასპინძლდებათ, თან საკმაოდ იაფად.

რჩევის სახით უნდა იცოდეთ რომ დუბაისა და ყველა სხვა საემიროების ქალაქებში განსაკუთრებით ისჯება ყველა სახის ნარკოტიკის აღმოჩენა, მათ შორის მარიხუანას მოხმარებაც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიშეთავაზება სტუდენტებს Turkish Airlines-ისგან
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტი TBS
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments