საქართველოს გამყვანი ტურიზმის ბაზარზე ახალი და საინტერესო ტენდენცია ყალიბდება, ქართველ მოგზაურებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება კატარის დედაქალაქი დოჰა.

დოჰას ტურების მიმართ ზრდადი ინტერესი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ტურისტული პაკეტების შედარებით დაბალი ფასი, კომფორტული პირობები და მოქნილი არჩევანია.

აქტიური სეზონი და ახალი მიმართულებების პოპულარობა

მიმდინარე შემოდგომა გამორჩეულად აქტიური აღმოჩნდა. მომხმარებლები ყურადღებას კვლავ ამახვილებენ ტრადიციულ ევროპულ მიმართულებებზე, თუმცა პარალელურად დიდ ინტერესს იჩენენ ახლო აღმოსავლეთის ახალ ბაზრებზე განსაკუთრებით დოჰაზე.

პირდაპირი ფრენები თბილისი დან დოხა მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 იანვარი 202619 იანვარი 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 2 346 -დან
2 თებერვალი 202615 თებერვალი 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 2 693 -დან
16 მარტი 202623 მარტი 2026Qatar Airwaysავიაბილეთები 2 655 -დან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან დოჰაში ზრდადი მოთხოვნის მიზეზი

დოჰას მიმართ ინტერესი დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ თბილისიდან კატარის დედაქალაქში ფრენები დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. ავიაკომპანიები ხშირად გვთავაზობენ აქციებსა და სპეციალურ შეთავაზებებს, რის შედეგადაც მინიმალური ტარიფები მკვეთრად მცირდება. ბევრ შემთხვევაში დოჰამდე ავიაბილეთები უფრო იაფიც კი ხდება, ვიდრე რიგი ევროპული მიმართულებები. სწორედ ამან განაპირობა, რომ ქართველ მოგზაურებს შორის დოჰა სწრაფად გადაიქცა „ბიუჯეტურ ლუქს“ მიმართულებად სადაც ფასის სიმარტივე მაღალ ხარისხსა და კომფორტს ერწყმის. იაფი ავიაბილეთების ხელმისაწვდომობა, მოქნილი სერვისები და კომფორტული ფრენები ფაქტობრივად ყველა ასაკისა და ინტერესის მოგზაურისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს ამ მიმართულებას.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებების გავლენა ტურისტულ აქტივობაზე

მისივე თქმით, ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში შეინიშნებოდა მოგზაურების ნაწილი, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებული რეგულაციების კერძოდ, სავიზო საკითხების გამო ერიდებოდა ნაადრევად დაჯავშნებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი უკვე გადალახულია და დღეს ტუროპერატორები კვლავ ზრდის ტალღას აფიქსირებენ.

პირდაპირი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი9 თებერვალი 202611 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 308 -დან
ალმაატა9 აპრილი 202614 აპრილი 2026Air Astanaავიაბილეთები 982 -დან
ამსტერდამი28 იანვარი 20264 თებერვალი 2026Transaviaავიაბილეთები 535 -დან
ანკარა17 იანვარი 202618 იანვარი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 252 -დან

სტატისტიკა ტურისტული გამგზავრების ზრდაზე მიუთითებს

ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობა მატულობს.
2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტებმა განახორციელეს 412 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 3%-ით აღემატება.

ეს ზრდა ირეკლავს როგორც ევრო-დასვენებების პოპულარობას, ისე ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებას.

ფასების ზრდა და მისი გამომწვევი მიზეზები

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებით, ტურისტული პაკეტები წლიურად დაახლოებით 10–15%-ით არის გაძვირებული. ეს ცვლილება რამდენიმე გლობალური ფაქტორითაა განპირობებული:

  • ლარის კურსის მერყეობა
  • სასტუმროების მომსახურების გაძვირება მთელ მსოფლიოში
  • საავიაციო საწვავის ფასის ზრდა
  • ავიაბილეთებზე გლობალური მოთხოვნის მატება

მიუხედავად ამისა, ტუროპერატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ფასები 2026 წელს მკვეთრად აღარ შეიცვლება და არსებული საფასო პოლიტიკა, განსაკუთრებით პაკეტურ ტურებზე, მეტ-ნაკლებად სტაბილურად შენარჩუნდება.

მომავლის პროგნოზი ზრდის ტენდენცია გაგრძელდება

ინდუსტრიის კომპანიები ვარაუდობენ, რომ როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე ევროპის მიმართულებებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
დოჰას პოპულარობა, მათივე შეფასებით, შესაძლოა მომავალ წელს კიდევ უფრო გაძლიერდეს, რადგან მომხმარებლებს იზიდავს როგორც შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ისე გასართობი სივრცეები, უსაფრთხო გარემო და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ტურისტული სერვისები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისი ფრანკფურტი: ყოველდღიური პირდაპირი ფრენები 2026 წლიდან ინიშნება
შემდეგი სტატიავაზიანის ახალი აეროპორტი 2031 წელს გაიხსნება – $1.2 მილიარდიანი პროექტის დეტალები
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments