საქართველოს რეგიონული აეროპორტები განვითარებას განაგრძობს! ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი რეგულარული რეისი დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air -მა ჰამბურგის მიმართულებით ავიამიმოსვლა აღადგინა. ფრენები ქუთაისი ჰამბურგი ჰამბურგი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 2-ჯერ შესრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა იმ მგზავრებისთვის, რომლებიც როგორც ტურისტული, ასევე ბიზნეს მიზნით მოგზაურობენ გერმანიაში.
ფრენების განრიგი:
- ქუთაისი ჰამბურგი – ფრენების შესრულდება სამშაბათს და შაბათს – 18:25-00:35
- ჰამბურგი ქუთაისი – ფრენების შესრულდება სამშაბათს და შაბათს – 15:15-17:50
ქუთაისი ჰამბურგი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
17 მაისი 2025 | 24 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 470 -დან |
როგორც იცით, ვიზეარი ქუთაისიდან გერმანიის 2 ქალაქში უკვე დაფრინავს (ბერლინი და დორტმუნდი) და დაემატა ჰამბურგის მიმართულებაც, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის ინტენსივობას. საქართველოს მასშტაბით კი, გერმანიის მიმართულებით ამ დროისათვის პირდაპირ ფრენებს ჯამურად 4 ავიაკომპანია 8 მიმართულებით ასრულებს. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ნათლად მეტყველებს.
ამასთან ერთად, 29 აპრილიდან ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან რეგულარულ ფრენებს მადრიდის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 3 ივნისიდან ავიაკომპანიის მარშრუტებს სრულიად ახალი მიმართულება – ლიონი დაემატება.
ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ახორციელებს პირდაპირ რეისებს, რომელთაგან 24 ევროპული ქალაქია.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907