იაფი ფრენები ალიკანტეში

იაფი ფრენები ალიკანტეს მიმართულებით

ალიკანტე ესპანეთის ვალენსიური ნაწილის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი პროვინციაა. იგი ესპანეთის სამხრეთში მდებარეობს და დიდ როლს ასრულებს ქალაქის ისტორიაში. ალიკანტემ დიდი ისტორია განვლო – აქ პირველი ადამიანები გადმოვიდნენ აფრიკიდან. ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში ალიკანტე დიდად დასახლებული, განვითარებული და დაწინაურებული ქალაქი იყო. ალიკანტე ხშირად იყო მნიშვნელოვანი იმპერიებისა და ხალხების ყურადღების ცენტრში. ეს კარგად აისახა ალიკანტეს კულტურულ თავისებურებებზე.

ალიკანტე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მისი სანაპირო ზოლი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ წელიწადის უმეტეს დროს მზიანი და თბილი ამინდებია. იაფი ფრენები ალიკანტეში მსოფლიოს მზიან სამყაროში ამოგაყოფინებთ თავს. თუ გსურთ, მზის სხივებით დატკბეთ და თბილად დაისვენოთ ნებისმიერ სეზონზე, დაგეგმეთ მოგზაურობა ალიკანტეში და ეწვიეთ ესპანეთის ტურისტულ ქალაქს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ალიკანტეში?

საქართველოს არცერთი აეროპორტიდან ალიკანტეს (ALC) მიმართულებით პირდაპირი რეისები არ სრულდება. შესაბამისად, მგზავრობა მოითხოვს მინიმუმ ერთ გადაჯდომას ტრანზიტულ აეროპორტში.

განვიხილოთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან:

ალიკანტეს მიმართულებით გაფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ავიაკომპანიის ტრანზიტული რეისით შეძლებთ. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ალიკანტეში შეგიძლიათ შეიძინოთ 452 ლარიდან ზემოთ. ალიკანტეს მიმართულებით შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს: Lufthansa, Turkish Airlines და airBaltic.

ქუთაისიდან ალიკანტეში მოხვედრა ყველაზე ეკონომიურია, თუმცა მოითხოვს ე.წ. “შედგენილ ფრენებს” (Self-Transfer) Wizz Air-ისა და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების (მაგ. Ryanair, EasyJet) კომბინაციით.

  • პოპულარული ტრანზიტული ჰაბები: მილანი (Malpensa ან Bergamo), ვენა (VIE), მემინგენი (FMM), ვარშავა (WAW/WMI).

  • როგორ მუშაობს: თქვენ ყიდულობთ ორ დამოუკიდებელ ბილეთს (მაგალითად: ქუთაისი ➔ მილანი და მილანი ➔ ალიკანტე).

  • გასათვალისწინებელი ფაქტორი: ვინაიდან ეს არ არის გარანტირებული ტრანზიტი, ტრანზიტულ აეროპორტში მოგიწევთ ბარგის ხელახლა ჩაბარება. აუცილებელია რეისებს შორის მინიმუმ 3-4 საათიანი შუალედის დატოვება.

ბათუმის აეროპორტიდან არჩევანი შედარებით შეზღუდულია. ალიკანტეში გამგზავრებას მხოლოდ Turkish Airlines -ის რეისებით შეძლებთ, თუმცა საკმაოდ კომფორტულ და ხარისხიან სერვისს მიიღებთ ფრენის განმავლობაში.

დაბლა შემოგთავაზებთ ავიარეისების ცხრილს ალიკანტეს მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ოქტომბერი 202614 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 957 -დან
19 ოქტომბერი 202619 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 744 -დან
21 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 904 -დან
2 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 047 -დან
3 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 895 -დან
4 ნოემბერი 202614 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 842 -დან
5 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 833 -დან
6 ნოემბერი 202610 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 806 -დან
12 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 670 -დან
4 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 824 -დან
14 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 832 -დან
20 დეკემბერი 202628 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 901 -დან
25 დეკემბერი 202610 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 763 -დან
28 იანვარი 20273 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 632 -დან
29 იანვარი 20272 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 728 -დან
30 იანვარი 20273 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 631 -დან
31 იანვარი 20274 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 739 -დან
1 თებერვალი 20275 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 858 -დან
2 თებერვალი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 618 -დან
3 თებერვალი 20273 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 817 -დან
18 მარტი 202725 მარტი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 828 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 768 -დან
2 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 724 -დან
25 დეკემბერი 202621 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 581 -დან
26 დეკემბერი 202622 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 626 -დან
27 დეკემბერი 202623 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 623 -დან
28 დეკემბერი 202624 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 523 -დან
29 დეკემბერი 202625 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 660 -დან
30 დეკემბერი 202626 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 698 -დან
1 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 552 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 328 -დან
.tab-flight .td-tc-tab { border: solid 1px #e0e0e0; border-radius: 8px; } .tab-flight .td-tc-tab-active{ /*background-color: #c8dff9;*/ border-color:#000; color: #000; } .tab-flight .td-tc-tab:hover { border-color:#000; color: #000; } .tdb-block-inner.td-fix-index { display: inline; } .tab-flight .td-tc-tab-txt{ padding-top: 4px; } .tab-flight .td-tc-tabs { scrollbar-width: none; } .dataTables_paginate .paginate_button{ border-radius: 8px; margin-right: 8px !important; }

აღმოაჩინე ალიკანტე

სად დავრჩეთ ალიკანტეში?

დასარჩენი ადგილის პოვნა ალიკანტეში არ გაგიჭირდებათ. მარტივად ნახავთ თქვენს ბიუჯეტსა და გეგმებზე მორგებულ სასტუმროებს. დაბლა რამდენიმე ვარიანტს გაგაცნობთ.

AC Hotel by Marriott Alicante

ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმროა ალიკანტეში, რაც გასაკვირი არცაა – იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მისი ნომრები კომფორტული და მოწესრიგებულია. თავად სასტუმროს ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს დარბაზს, მოსასვენებელ ადგილებს, 2 რესტორანს და სხვა ბევრ სივრცეს, სადაც გართობასა და დასვენებას შეძლებთ. ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

Les Monges Palace Boutique

ამ სასტუმროში დასვენება ერთი დიდი სიამოვნებაა. მისი ნათელი ნომრები და გაშლილი ტერასები იდეალურად დასვენების საშუალებას მოგცემთ. სასტუმროს აქვს საკუთარი ბარიც, სადაც სხვა ტურისტების გაცნობის საშუალებაც გექნებათ. თანაც, ნომრის საფასურში შედის საუზმეც.

NH Alicante

ეს რესტორანი ასევე საოცარ ადგილას მდებარეობს. თანაც, მას საცურაო აუზიც აქვს. ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს დარბაზსაც. ამ სასტუმროში ვერ მოიწყენთ, თანაც მას ულამაზესი ინტერიერი აქვს. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

Hotel Maya Alicante

ეს სასტუმრო კომფორტულ ადგილას მდებარეობს. მის ტერიტორიაზე ბევრი რამ დაგხვდებათ, მაგალითად სავარჯიშო დარბაზი ან 2 დიდი საცურაო აუზი. ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ ალიკანტეში?

ალიკანტე ესპანურ თავგადასავალს მოგიწყობთ. აქაური ღირსშესანიშნაობები დროსა და სივრცეში დაგკარგავენ. რამდენიმე პოპულარულ სანახავ ადგილს დაბლა შემოგთავაზებთ.

წმინდა ბარბარას ციხესიმაგრე

ეს შუასაუკუნეების ნაგებობა ალიკანტესთვის საფორტიფიკაციო როლს ასრულებდა. იგი კლდოვან ადგილას მდებარეობს და საოცარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ფაქტობრივად, იგი ქალაქის სიმბოლოდ და ცოცხალ ისტორიულ ძეგლად ჩამოყალიბდა.

ღვთისმშობლის ბაზილიკა

ღვთისმშობლის ბაზილიკა ალიკანტეს უძველესი ნაგებობაა. იგი რენესანსის პერიოდში აშენდა ძველი მეჩეთის ადგილას. ბაზილიკა ულამაზესი გოთიკური არქიტექტურისაა და რენესანსის პერიოდის დიდებულ იერს ინარჩუნებს.

ალიკანტეს არქეოლოგიური მუზეუმი

ალიკანტეს არქეოლოგიურმა მუზეუმმა ევროპის მნიშვნელოვანი მუზეუმის ტიტულიც კი მოიპოვა 2004 წელს. იგი 8 გალერეას აერთიანებს, რომლეიც ინტერაქციულია და მნახველს საშუალებას აძლევს, საფუძვლიანად შეისწავლოს ესპანური კულტურა და ისტორია.

კაზა კარბონელი

კაზა კარბონელი ალიკანტეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაგებობაა წმინდა ბარბარას ციხესიმაგრესთან ერთად. იგი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. საყურადღებოა შენობის არქიტექტურაც – მისი ულამაზესი თაღები, სვეტები და სადა ექსტერიერი იდეალურ კომბინაციას ქმნის.

რა ვჭამოთ ალიკანტეში?

ესპანური კულინარია მსოფლიოში სახელგანთქმულია. ალიკანტეს კერძები ამაყად მოაწონებენ თავს ნებისმიერი წარმომავლობის ტურისტს. დაბლა რამდენიმე ცნობილ კერძს შემოგთავაზებთ.

Pan con tomate y alioli

დავიწყოთ საუზმით – ესპანური პოპულარული საუზმის ნაირსახეობაა პური სპეციალურ კრემყველისებრ სოუსთან და პომიდორთან ერთად. ეს კერძი ნამდვილად ამართლებს იმ ფრაზას, რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია.

Fideua

ესპანეთის პოპულარულ ტრადიციულ კერძად ალბათ პაელა დასახელდება, თუმცა ფიდეა თითქმის მსგავსად მზადდება და არანაკლებ პოპულარულია ადგილობრივებში. თანაც, მას ვალენსიური წარმოშობა აქვს. ფიდეა არის ვერმიშელი შეზავებული სხვადასხვა სოუსებთან, მწვანილთან და კრევეტებთან ერთად. ზღვის პროდუქტების მოყვარულებს ფიდეა იმედებს არ გაგიცრუებთ.

Arroz a banda

ეს კერძი წინას მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში ზღვის პროდუქტები მომზადებულია ბრინჯთან ერთად. თუ კრევეტებიანი საჭმელი გიყვართ, ეს ორი კერძი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Coca

კოკა ალიკანტეს პოპულარული დესერტია. დაიჯერებთ, რომ იგი ფქვილის, ზეითუნის ზეთისა და მარილისაგან მზადდება? რა აქცევს მას დესერტად? ზემოდან მოსხმული მდნარი შოკოლადი. ეს ხრაშუნა ტარტის მსგავსი დესერტი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ალიკანტეში მოგზაურობისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალიკანტეში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
ALC
ენა
ესპანური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
150-170€

ავიაკომპანიები, რომლებიც ალიკანტეს მიმართულებით დაფრინავს

.de-direction-listing-grid a { color: #0d6efd; } .de-content-preview p{ margin: 0; } .de-direction-listing-grid a:hover { text-decoration: underline !important; }.de-faq-btn { line-height: 1.4; font-weight: 600; } .de-faq-body p { margin-bottom: 5px; }

ხშირად დასმული კითხვები ალიკანტეში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ალიკანტეში ან მომავალში აპირებთ ესპანეთის ამ მაგიურ ქალაქში მოგზაურობას, გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითავთ მოგზაურობისათვის საჭირო ინფორმაციას.

ალიკანტე ცნობილია თავისი სანაპიროებით, შესაბამისად გაზაფხული და ზაფხული საუკეთესო სეზონებია აქ სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა ზღვაზე სასიარულოდ.

ალიკანტე ცნობილია თავისი სანაპიროებით, თუმცა ქალაქში ბევრ ისტორიულ შენობას, ტაძრებსა და ციხეკოშკებს ნახავთ.

ჯერ-ჯერობით ალიკანტეს მიმართულებით ფრენებს მხოლოდ გადაჯდომით ნახავთ.

ავიაკომპანია იზიჯეტი ალიკანტეს მიმართულებით ყველაზე იაფ ავიარეისებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა მარტივი და სწრაფი პროცესია. თქვენ მხოლოდ მოგიწევთ საძიებო გრაფაში სასურველი ლოკაციის ჩაწერა, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ფრენებს. მათი არჩევის შემდეგ კი შეძენის მარტივ პროცედურას გაივლით. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ avia.ge -ს ქოლ-ცენტრსაც ან სულაც, მობრძანდით ჩვენს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის არატურისტული სეზენები აჯობებს – ამ პერიოდში ნაკლები მოთხოვნის დამსახურებით, დასარჩენი ადგილები და ავიაბილეთები იაფდება.

2-3 დღე მაინც უნდა გათვალოთ ალიკანტეში მოგზაურობისათვის, რათა სრულფასოვნად შეძლოთ ქალაქის დათვალიერება.

ALC – ალიკანტეს აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 14 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, მინიმუმ 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენებს ნუ დაამთხვევთ მოთხოვნად დღეებს, დასვენებებსა თუ დღესასწაულებს.

სანდოობა, ხარისხი და პროფესიონალი გუნდი – სწორედ ამიტომ გირჩევთ ავიაბილეთების avia.ge -ზე შეძენას. მრავალწლიანი გამოცდილების მეშვეობით avia.ge -მ შეძლო კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნა. თუ გსურთ ფრენებზე სპეციალური შეთავაზებები სწრაფად მოხვდეს თქვენს ხელში, გირჩევთ მიმართოთ avia.ge -ს.

var Tawk_API=Tawk_API||{}, Tawk_LoadStart=new Date(); (function(){ var s1=document.createElement("script"),s0=document.getElementsByTagName("script")[0]; s1.async=true; s1.src='https://embed.tawk.to/5b6d856fafc2c34e96e773ce/default'; s1.charset='UTF-8'; s1.setAttribute('crossorigin','*'); s0.parentNode.insertBefore(s1,s0); })();