13.8 C
Tbilisi
შაბათი, მაისი 3, 2025

იაფი ფრენები ერევანში

იაფი ფრენები ერევანის მიმართულებით

იცოდით, რომ ერევანი რომზე უფრო ძველი ქალაქია? სომხეთის დედაქალაქი საუკუნეების ისტორიას ითვლის. თუ ძველი ქალაქების მონახულება თქვენი ერთ-ერთი მიზანია, მაშინ აუცილებლად გირჩევდით ეწვიოთ მას.

იაფი ავიაბილეთები ერევანში საშუალებას მოგცემთ ანტიკურ სამყაროს უკეთესად გაეცნოთ და ძველ მსოფლიოზე უფრო მკაფიო წარმოდგენები შეიქმნათ. სწორედ სიძველე და ისტორიულობა განაპირობებს იმას, რომ ქალაქი არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და აქ სხვადასხვა ტიპის უამრავ შენობას შეხვდებით.

ერევანი მყუდრო და მშვიდი ქალაქია. თუ გსურთ უამრავ აღმოჩენასთან ერთად, განტვირთვა და დასვენებაც მოახერხოთ, მაშინ სომხეთში მოგზაურობა ზუსტად სათქვენოა. იაფი ფრენები ერევანში საშუალებას მოგცემთ, მოინახულოთ ქრისტიანობის უძველესი კერები. ქალაქში უამრავ ტაძარს შეხვდებით სხვადასხვა ეპოქიდან. ერევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ერევანში?

თბილისიდან ერევანის მიმართულებით ავიაბილეთებს საკმაოდ ბიუჯეტურად შეიძენთ. თანაც, ფრენა სულ რაღაც 1 საათს გრძელდება. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ერევანში შეგიძლიათ შეიძინოთ 140 ლარიდან ზემოთ. ფრენებს შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიები: Georgian Airways და FlyOne. ორივე ავიაკომპანია იაფ ფრენებს ახორციელებს ერევანში.

დაბლა ნახავთ მომავალი თვის იაფ ფრენებს ცხრილების სახით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
26 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 134 -დან
15 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 134 -დან
12 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 134 -დან
22 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 134 -დან
24 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 137 -დან
29 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 151 -დან
31 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 151 -დან
10 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 167 -დან
17 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 169 -დან
19 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 173 -დან
8 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 184 -დან
5 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 195 -დან
9 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 197 -დან
21 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 210 -დან
23 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 234 -დან
16 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 239 -დან
14 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 251 -დან
3 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 301 -დან
7 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 308 -დან
28 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 313 -დან
30 მაისი 2025პირდაპირიავიაბილეთები 317 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 მაისი 202517 მაისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 760 -დან
16 ივნისი 202519 ივნისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 776 -დან
14 ივლისი 202521 ივლისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 854 -დან
2 აგვისტო 20254 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 801 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მაისი 202524 მაისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 806 -დან
16 ივნისი 202520 ივნისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 969 -დან
12 ივლისი 202519 ივლისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 132 -დან
1 აგვისტო 20254 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 985 -დან
17 სექტემბერი 202527 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 832 -დან
23 ოქტომბერი 202526 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 330 -დან
13 ნოემბერი 202516 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 156 -დან

აღმოაჩინე ერევანი

სად დავრჩეთ ერევანში?

ერევანში შეგეძლებათ სხვადასხვა დონისა და ფასის სასტუმროებში დარჩენა. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს.

B&M Hotel

ეს სასტუმრო ტურისტების მიერ უმაღლესი შეფასებებით სარგებლობს. მისი მთავარი პრივილეგია ისაა, რომ იდეალურ ადგილას მდებარეობს. აქედან ქალაქში გადაადგილება უმარტივესია, თანაც საკმაოდ ახლოსაა მთავარი ღირსშესანიშნაობები. სასტუმროში ასევე დაგხვდებათ კარგი მომსახურება და დადებითად განწყობილი მომსახურე პერსონალი. ყველა ნომერში შეგიძლიათ ყავისა და ჩაის სერვისით სარგებლობა.

Hotel Armeni

ეს სასტუმრო ასევე კომფორტულ ადგილას მდებარეობს. მის გარშემო უამრავ ღირსშესანიშნაობას ნახავთ. თანაც, მისი ნომრები მყუდრო და მოწესრიგებულია. ყველა ნომერში დაგხვდებათ ყავისა და ჩაის აპარატები, რითაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ სარგებლობა.

ABC HOTEL

ეს სასტუმროც ერევანის ცენტრში მდებარეობს. გარდა იდეალური ადგილმდებარეობისა, სასტუმრო ინტერიერის დახვეწილობითა და სილამაზითაც დაიკვეხნის. სასტუმროს ნომრები კეთილმოწყობილია, მომსახურე პერსონალი კი მაქსიმალურად ეცდება, თქვენი დასვენების დღეები კომფორტულად გაატაროთ.

National by Stellar Hotels, Yerevan

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, სპა ცენტრითა თუ ბარით ან რესტორანით. მისი ნომრები ძალიან კომფორტული და ულამაზესად მოწყობილია.

რა ვნახოთ ერევანში?

ერევანი მსოფლიოს უძველესი ქალაქია. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ერევანში , მოემზადეთ მისი ღირსშესანიშნაობების სანახავად. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

რესპუბლიკის მოედანი

ერევნის რესპუბლიკის მოედანი კულტურათა თავშეყრის ადგილია. იგი უძველესი დროიდან ქალაქისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ფუნქციას ასრულებს. აქ სხვადასხვა ღონისძიებები და სანახაობები იმართება. თუ გსურთ, სომხურ კულტურასა და ისტორიას უკეთ გაეცნოთ, გირჩევდით ამ მოედანზე გასეირნებას.

მატენადარანი

მატენადარანი ერევანის ისტორიული მუზეუმი და კვლევითი ცენტრია. აქ უამრავი უძველესი ხელნაწერია თავმოყრილი. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ეს შენობა თავისი ექსტერიერით, ულამაზესი არქიტექტურული სტილითაც მოგნუსხავთ.

არარატის მუზეუმი

არარატის მუზეუმი ძველი მსოფლიოს ისტორიის შემომნახველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობაა. თუ გსურთ უძველესი კულტურების შესახებ მეტი შეიტყოთ, აუცილებლად ეწვიეთ მას.

გამარჯვების პარკი

ერევანი პარკების სიმრავლით გამოირჩევა. ეს კონკრეტული პარკი არა მხოლოდ რეკრეაციული ზონა, არამედ ისტორიული და კულტურული კონტექსტითაც მნიშვნელოვანია. პარკს სახელი დაერქვა დიდ სამამულო ომად წოდებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდის შემდეგ. პარკში იოსებ სტალინის ძეგლიც დგას.

რა ვჭამოთ ერევანში?

იაფი ფრენები ერევანში სომხური კულინარიული შედევრების აღმოჩენისკენაც გაგიხსნით გზას. ერევანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისოდ ცნობილი კერძებიც.

მანტი

მანტი ადგილობრივების საყვარელი საჭმელია. იგი წარმოადგენს პატარა ცომის ბურთულებს, რომლებსაც აქვს ტომატისა და ნივრის სოუსი. იგი საკმაოდ იაფი ღირს და ყველგან შეგეძლებათ მისი დაგემოვნება.

მწვანილით სავსე ლავაში

ეს კერძი ჯანსაღი და ნოყიერია. მის შეძენას მარტივად შეძლებთ ერევანში მოგზაურობისას. მანტი სომხური ტოსტია. თუ ყველის მოყვარული ხართ, იგი აუცილებლად თქვენი საყვარელი კერძი გახდება.

სომხური ქაბაბი

სომხური ქაბაბი თავისებურად მზადდება, ძირითადად ქათმის ან საქონლის ხორცით. მას მოყვება ლავაში და სხვადასხვა მწვანილი. თუ ქაბაბის მოყვარული ხართ, აუცილებლად მოგეწონებათ ეს კერძიც.

ტოლმა

ტოლმა ხორცის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი საჭმელია. სომხური ტოლმაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. მას ნებისმიერ რესტორანში მარტივად ნახავთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერევანში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი, პირადობის მოწმობა
ვალუტა
AMD - სომხური დრამი (֏)
აერპორტის კოდი
EVN
ენა
სომხური
თაიმზონა
GMT+4
დღიური საშუალო თანხა
(AMD 6,261 - 14,703) / 16-38$

ხშირად დასმული კითხვები ერევანში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ერევანში ან მომავალში აპირებთ აქ მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით შემდეგ სექციას. აქ წაიკითხავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

შემოდგომა საუკეთესო სეზონია ერევანში სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა, თანაც ბაზრობები ამ დროს ადგილობრივი პროდუქტითაა სავსე და მათ დაგემოვნებასაც შეძლებთ.

ერევანი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ისტორიულ მუზეუმებსა თუ ტაძრებს. თანაც, ქალაქი არქიტექტურულადაც ულამაზესია და აუცილებლად შეგაყვარებთ თავს მშვიდი ქუჩებითა და უბნებით.

დიახ, ერევანში თბილისიდან პირდაპირი რეისით გაფრინდებით.

ავიაკომპანია FlyOne Armenia ერევანში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენას მარტივად შეძლებთ. avia.ge ნებისმიერი მიმართულებით შემოგთავაზებთ მომხმარებელზე მორგებულ ფრენებს. საძიებო ველში შეგეძლებათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, აარჩიოთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ფრენა და ღილაკზე ერთი თითის დაწკაპუნებით შეიძინოთ ავიაბილეთები. ფრენების დაგეგმვას შეძლებთ როგორც ონლაინ, საიტის მეშვეობით, ასევე ჩვენი გუნდის დახმარებით ოფისიდან.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია ნაკლებად პოპულარული პერიოდი აარჩიოთ. არატურისტულ სეზონებზე ავიაბილეთები და სასტუმროები შედარებით იაფია.

2-3 დღე მაინც გათვალეთ ერევანში სამოგზაუროდ, რათა შეძლოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების კარგად დათვალიერება.

EVN – ზვართნოცის აეროპორტი ერევნის ცენტრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

იაფი მოგზაურობისათვის გირჩევთ, მოგზაურობა არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს. ამ დროს, როგორც წესი, ავიაბილეთების ფასი იმატებს. იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია, ავიაბილეთები წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ.

avia.ge გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის წყალობით ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა. avia.ge -ს მეშვეობით ყველაზე სწრაფად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას, რაშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდიც დაგეხმარებათ.