იაფი ფრენები ნეაპოლის მიმართულებით
თუ ერთხელ მაინც გიოცნებიათ სამხრეთ იტალიაში მოგზაურობაზე, იაფი ფრენები ნეაპოლში თქვენთვისაა. იგი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
ნეაპოლს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. თუ გსურთ, მათი პოსტ-მოგზაურობის აღტაცება თქვენც გაიზიაროთ, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ნეაპოლში და დაგეგმეთ მოგზაურობა მაგიურ იტალიაში.
იცოდით, რომ პიცის წარმოშობა ნეაპოლს უკავშირდება? ნეაპოლში მოგზაურობა კულინარიის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზღაპრული თავგადასავალი იქნება. აქ იტალიური გემრიელობების მთელი რიგი შეგიძლიათ გასინჯოთ. ნეაპოლი კულტურისა და არქიტექტურის მოყვარულებისთვისაც ნამდვილი მისწრება იქნება. ნეაპოლი ისტორიული ქალაქია, რომელზეც იგრძნობა როგორც რომაული, ისე ბერძნული გავლენა. ნეაპოლი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დაამახსოვრებს თავს. აქ გატარებული დღეები წარუშლელ მოგონებად დარჩება თქვენს გონებაში.